გიორგი გახარია – ერუშეთის ეროვნული პარკის შექმნა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისა და წითელი წიგნის ნუსხის სახეობების შენარჩუნებისთვის

Read Time:47 Second

2020 წელს საქართველოში დაცული ტერიტორიების ფართობი 100 000 კვ.ჰა-ით გაიზრდება.  ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს მთავრობა ერუშეთის ეროვნული პარკის შექმნის გადაწყვეტილებას იღებს.

„2019 წელს დაცული ტერიტორიების საერთო მოცულობა 10 პროცენტით გაიზარდა და შეადგენს ქვეყნის ტერიტორიის 9.6 პროცენტს.  თუმცა, ეს არ არის მაქსიმალური მაჩვენებელი. სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო გეგმავს, 2020 წელს 100 000 კვ.ჰა-ით გაზარდოს დაცული ტერიტორიების რაოდენობა. დღეს ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას ერუშეთის ეროვნული პარკის შექმნის შესახებ, რომელიც გახლავთ სასაზღვრო ზონაში და, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისა და წითელი წიგნის ნუსხის სახეობების შენარჩუნებისთვის. ამ გადაწყვეტილებით, ვქმნით მნიშვნელოვან არეალს, სადაც ხელს შევუწყობთ გარემოს დაცვას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, მისი თქმით, 4 000 კვ.ჰა-ით ფართოვდება ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორია.

„ეს ნიშნავს, რომ აღნიშნული უნიკალური ტერიტორია კიდევ უფრო ეფექტიანად შეძლებს სახეოებების შენარჩუნებას. კონკრეტულად,  საუბარია კავკასიური ირმის და არჩვისთვის მცირეკავკასიონის დასავლეთის ქედებისკენ კორიდორის შექმნაზე. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია წითელი წიგნის ნუსხის ცხოველების გადასარჩენად“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მთავრობამ საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონპროექტზე მუშაობა დაასრულა და მას პარლამენტს წარდუგენს
Next post „საბურთალო 2“-მა ავსტრიული გუნდი დაამარცხა