მეუფე სტეფანე: მანიპულირებენ ჩვენი ახალგაზრდობით, ასე ხდებოდა კომკავშირის დროს

Read Time:36 Second

მანიპულირებენ ჩვენი ახალგაზრდობით, ასე ხდებოდა კომკავშირის დროს, როდესაც მყარდებოდა საბჭოთა ხელისუფლება. ანტიქრისტიანული ხელისუფლების მოსვლა ამ ბავშვების ხელით იქნება ძალიან მძიმე ვითარება, არც უნდა დაუშვან, – ამის შესახებ ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მიტროპოლიტმა სტეფანე კალაიჯიშვილმა განაცხადა.

„მანიპულირებენ ჩვენი ახალგაზრდობით, ნაწილით, ყველას ვერ დაიმონებ. ამუნათებენ ბავშვებს თუ არ გავიდნენ მათ მხარეზე. ასე ხდებოდა კომკავშირის დროს, როდესაც მყარდებოდა საბჭოთა ხელისუფლება, შემდეგ გადავიდნენ მოქმედებაზე, ანგრევდნენ ტაძრებს, კლავდნენ ღვთის მსახურებს და ხატებს ესროდნენ, ბოლო ეს იყო. ანტიქრისტიანული ხელისუფლების მოსვლა ამ ბავშვების ხელით იქნება ძალიან მძიმე ვითარება, არც უნდა დაუშვან.

ეშმაკები არიან ისინი, ვინც ამას იდეოლოგიურ საფუძველს აძლევენ. როდესაც მე პოზიცია უნდა დავიკავო, ვიყო მომხრე, ვიყო მოწინააღმდეგე – რისი?! თუ შინაარსში არ შევდივარ, იმან რომ მითხრა ამიტომ? მაშინ მანიპულირებაა პირდაპირი და დაგცინის ის”, – განაცხადა მეუფე სტეფანემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ცოტნე კობერიძე: მთავარი აქცია მეორე მოსმენის აქცია იქნება, ასი ათასზე მეტი მოქალაქე მოვა
Next post მეუფე შიო: დიდი მარხვის განმავლობაში განსაკუთრებით ვუკვირდებით და ვუღრმავდებით ჩვენს ცოდვებს და ყოველდღე ვევედრებით უფალს