მეუფე გერასიმე – მივიღებთ გადაწყვეტილებას, საგანგებო მდგომარეობის პირობებში როგორ უნდა იმოქმედოს ეკლესიამ

Read Time:50 Second
მივიღებთ გადაწყვეტილებას, საგანგებო მდგომარეობის პირობებში როგორ უნდა იმოქმედოს ეკლესიამ, – ამის შესახებ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა, გერასიმე შარაშენიძემ განაცხადა.
 
ჟურნალისტებთან საუბრისას მეუფე გერასიმემ გამორიცხა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას რაიმე კავშირი ჰქონდეს გუშინ სინოდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან, რომელმაც ზიარების წესი არ შეცვალა.
 
მანვე აღნიშნა, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო სასულიერო პირებისთვის.
 
„ჩვენთვისაც, სასულიერო პირებისთვის და მღვდელმთავრებისთვის მოულოდნელი იყო, შევიკრიბებით და ვიმსჯელებთ, ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოვიქცეთ, რა უნდა გავაკეთოთ. დღეს ყველა ტაძრებში არის ლოცვა და ალბათ, ძალიან გამიჭირდება მრევლის ინფორმირება, რომ ახალი რეგულაციები შემოვიდა. ჩვენც მივიღებთ გადაწყვეტილებას, ამ პირობებში როგორ უნდა იმოქმედოს ეკლესიამ“, – განაცხადა მეუფე გერასიმემ.
 
მისი თქმით, ეკლესია არ დაიკეტება, ხუთ საათზე ლოცვა იქნება, შემდგომ კი უწმინდესთან ერთად გადაწყდება, როგორ უნდა იმოქმედოს ეკლესიამ.
 
„ერთია სახელმწიფოს დამოკიდებულება და მიდგომა, მეორეა ეკლესია. არავინ ელოდება ასეთ სწრაფ რეაგირებას და სინოდის შეკრებას არ გამოვრიცხავ“, – აღნიშნა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა.
 
ახალი კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა ცხადდება. სხვა შეზღუდვებთან ერთად, იკრძალება 10 კაცზე მეტი ადამიანის შეკრება. გიორგი გახარიას თქმით, შეკრების შეზღუდვა 10 კაცამდე ეხება ყველას და ყველაფერს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რატი იონათამიშვილი ჟურნალისტებს პროფესიულ დღეს ულოცავს-ხშირად საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად, მზად არიან ემსახურონ საკუთარ საზოგადოებას და პროფესიას
Next post გიორგი გახარია: მარკეტში უნდა დაწესდეს სპეციალური ზომები, რომ დახურულ ტერიტორიაზე 10 ადამიანზე მეტი არ იყოს