გიორგი გახარია: მარკეტში უნდა დაწესდეს სპეციალური ზომები, რომ დახურულ ტერიტორიაზე 10 ადამიანზე მეტი არ იყოს

Read Time:25 Second

მარკეტში უნდა დაწესდეს სპეციალური ზომები, რომელიც მარკეტის მფლობელებსა და მმართველებს დაავალდებულებს, რომ დახურულ ტერიტორიაზე 10 ადამიანზე მეტი არ უნდა იყოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ევროპაში არის პრაქტიკა, როცა ადამიანები რიგში უსაფრთხო დისტანციას იცავენ.

„ჩვეულებრივ, უნდა ვნახოთ საუკეთესო პრაქტიკები, როგორიც არსებობს ევროპაში, ადამიანები რიგში დგანან ორ მეტრამდე უსაფრთხო დისტანციის დაცვის პირობებში. ეს ჩვენი მოქალაქეების თვითორგანიზებისა და, რა თქმა უნდა, ბიზნესის პასუხისმგებლობის საკითხია“, – განაცხადა პრემიერმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მეუფე გერასიმე – მივიღებთ გადაწყვეტილებას, საგანგებო მდგომარეობის პირობებში როგორ უნდა იმოქმედოს ეკლესიამ
Next post ილია მეორე: ხელისუფლებამ მიიღო სათანადო ზომები, რითაც ვირუსულ ინფექციას სწრაფად გავრცელების საშუალება არ მიეცა