მესი აპირებს, უჩივლოს გამოცემას, რომელმაც „ბარსელონასთან“ მისი კონტრაქტის ფინანსური დეტალები გამოაქვეყნა

Read Time:24 Second

კატალონიური გრანდის არგენტინელი თავდამსხმლი გეგმავს, რომ უჩივლოს EL Mundo-ს, რომელმაც „ბარსელონასთან“ მისი კონტრაქტის დეტალები გამოაქვეყნა, – იუწყება El Barca.

წყაროს ინფორმაციით, მესის ადვოკატი აგრეთვე იკვლევს იმ ადამიანების ვინაობას, რომლებსაც ხელშეკრულების პირობებზე ხელი მიუწვდებოდათ.

El Mundo-მ დაწერა, რომ კატალონიური გრანდისა და მისი არგენტინელი სუპერვარსკვლავის, ლიონელ მესის კონტრაქტის ფინანსური დეტალები შეიტყო.

ესპანური გამოცემა ამტკიცებს, რომ  2017 წლის 30 ივნისიდან (ხელშეკრულების გაფორმების თარიღი) კონტრაქტის ამოწურვამდე კატალონიურ კლუბი არგენტინელ ფორვარდს 555 237 619 ევროს გადაუხდის, დღემდე კი ლიონელმა „ბარსელონასგან“ უკვე მიიღო 511 540 545 ევრო.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თენგიზ ცერცვაძე – პოსტკოვიდური კვლევა 10 თებერვლიდან დაიწყება და 500 კოვიდგადატანილი პაციენტი შემოწმდება ყველაფერზე, როგორც კლინიკურად, ასევე ინსტრუმენტულად
Next post ორი დღე კენჭისყრამდე – შეუჩერებს თუ არა პარლამენტი უფლებამოსილებას ოპოზიციონერ დეპუტატებს