მერაბ ქვარაია: თუ სააკაშვილი სასჯელს არ მოიხდის მისსავე ციხეში, ვერ გაიგებს იმ საპატიმროებში აღმოჩენილი ადამიანებისა და მათი ოჯახების სიმწარეს

Read Time:1 Minute, 13 Second

ძალიან მძიმეა იმ ისტორიების მოსმენა, რომელიც დაკავშირებულია მიხეილ სააკაშვილთან და მის მიერ შექმნილ სისტემასთან. ერთ-ერთი მეც ვიყავი, ვისაც ამ სისტემის ულმობელი მანქანა შეეხო და არამარტო მე, არამედ ათასობით ადამიანს, რომელთაც ჰქონდათ საშინელი უსამართლობის განცდა. განცდა იმისა, რომ ჩვენს სიტყვას არცერთ უწყებაში არ შეისმენდნენ და ასეც იყო რეალურად, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა, ყოფილმა პოლიტპატიმარმა მერაბ ქვარაიამ „არჩევნები 2021“-ში განაცხადა.

„დღეს ჩვენ თვალყურს ვადევნებთ მის პატიმრობას და ძალიან ნიშანდობლივია რომ მის უფლებებზე მთელი სახელმწიფო და სისტემა ზრუნავს, არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია და ყველას ყურადღება მიპყრობილია რომ ის ადამიანის უფლებების მაღალი სტანდარტის დაცვით იყოს იმ საკანში, სადაც ის ათობით ადამიანს იღებს, ხვდება ოჯახის წევრებს, მაშინ, როდესაც ციხე რომელიც მან შექმნა პრაქტიკულად თვეების განმავლობაში უკრძალავდა ადამიანებს შეხვედრებს, კეთდებოდა პირდაპირი იზოლაცია გარესამყაროსგან. მის ციხეებში კიბეებზე ათენებდნენ, რომ ადგილი აღარ იყო. მისი შექმნილი სისტემის ლოგიკური დასასრული იყო ის, რა მდგომარეობაშიც დღეს თავად აღმოჩნდა. სამეგრელო მისი ამ მანქანის განსაკუთრებული მსხვერპლი იყო. ყველანაირი განსხვავებული აზრი ისჯებოდა და არავის დაგვიწყებია რომ ტელეფონით ერთმანეთთან საუბარიც შიშს იწვევდა. ეს იყო უსასტიკესი რეჟიმი, რომელიც განსაკუთრებულ დარტყმას აყენებდა სამეგრელოს. სამეგრელოში ყველაზე მეტი დაზარალებული ოჯახია. შეგვიძლია ვაღიაროთ რომ მიხეილ სააკაშვილს ჰყავს თავისი მომხრეები. ამ ადამიანებს აქვთ უფლება ჰყავდეთ საკუთარი კერპი. მაგრამ ამ ადამიანის მიმართ საზოგადოებას აქვს კითხვები, რატომ სჯიდა ხალხს, რატომ უსწორდებოდა, ანადგურებდა ადამიანებს. ამ მდგომარეობამდე მისმა დანაშაულებრივმა სისტემამ მიიყვანა. ის თუ სასჯელს არ მოიხდის მისსავე ციხეში, ვერ გაიგებს იმ საპატიმროებში აღმოჩენილი ადამიანებისა და მათი ოჯახების სიმწარეს. ხალხი რომლებიც თვეობით ამანათების რიგებში იდგნენ, საშინელ მდგომარეობაში შეურაცხყოფას იღებდნენ, სააკაშვილი ამას ვერასდროს გაიგებს“, – განაცხადა მერაბ ქვარაიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სოზარ სუბარი: როგორც არავინ ელოდა, რომ სააკაშვილი გისოსებს მიღმა აღმოჩნდებოდა, ისე ტყუილად ელიან, რომ სააკაშვილი შეიძლება გათავისუფლდეს
Next post დავით ქანთარია: ძალიან არ მიხარია ადამიანურად, რომ სააკაშვილი ციხეში ზის, მაგრამ ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხი უნდა აგოს და ნახოს, როგორია ციხე