დავით ქანთარია: ძალიან არ მიხარია ადამიანურად, რომ სააკაშვილი ციხეში ზის, მაგრამ ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხი უნდა აგოს და ნახოს, როგორია ციხე

Read Time:32 Second

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი დავით ქანთარია აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დანაშაული ჩაიდინა და ამის გამო პასუხი უნდა აგოს.

„9 წელი წალენჯიხის გამგებელი ვიყავი და ვერაფერი მიპოვეს, მაგრამ 2 წლის განმავლობაში ორჯერ დამიჭირეს. ეს იყო პოლიტიკური დაკვეთა. დღეს რომ სააკაშვილს აკითხავენ ციხეში მისი შვილები, ძალიან არ მიხარია ადამიანურად, რომ ის ციხეში ზის, მაგრამ ამ კაცმა ჩაიდინა დანაშაული, ამიტომ უნდა აგოს პასუხი და ნახოს, როგორია ციხე. სიკვდილით და შიმშილობით რომ სპეკულირებს დღეს, ჩვენ არ გვყავდა შვილები ან მშობლები? რამდენი პატიმარი გარდაიცვალა იმ წლებში? იცის სააკაშვილმა, რომ ციხის საავადმყოფოდან ზოგჯერ 3-4 მიცვალებული გამოჰქონდათ? თუ ვაჟკაცურად ჩამოვიდა, დაჯდეს ციხეში ვაჟკაცურად. იმ ციხეში უნდა ჩასვან, როგორშიც ჩვენ ვიყავით“, – აცხადებს დავით ქანთარია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მერაბ ქვარაია: თუ სააკაშვილი სასჯელს არ მოიხდის მისსავე ციხეში, ვერ გაიგებს იმ საპატიმროებში აღმოჩენილი ადამიანებისა და მათი ოჯახების სიმწარეს
Next post მომდევნო კვირას აშშ-ის თავდაცვის მდივანი საქართველოს ვიზიტით ეწვევა