სოზარ სუბარი: როგორც არავინ ელოდა, რომ სააკაშვილი გისოსებს მიღმა აღმოჩნდებოდა, ისე ტყუილად ელიან, რომ სააკაშვილი შეიძლება გათავისუფლდეს

Read Time:32 Second

სამართლიანობის მთლიანად აღდგენა შეუძლებელია, იმიტომ რომ ვერავინ გააცოცხლებს რეჟიმის მიერ დახოცილ ბიჭებს, – ამის შესახებ სოზარ სუბარმა გადაცემაში „არჩევნები 2021“ მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე საუბრისას განაცხადა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, რომ მხარდამჭერები ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებას „ტყუილად ელიან“.

„როგორც არავინ ელოდა, რომ სააკაშვილი გისოსებს მიღმა აღმოჩნდებოდა, ისე ტყუილად ელიან, რომ სააკაშვილი შეიძლება გათავისუფლდეს. მას ორ საქმეზე განაჩენი აქვს გამოტანილი, ორ საქმეზე კიდევ მიდის გამოძიება. ერთ საქმეზე სავარაუდოდ დაიწყება გამოძიება, შეიძლება დაწყებულიც არის, მე არ ვიცი – საზღვრის უკანონო გადმოკვეთა, საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ. უკრაინის საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებით იქაც დაწყებულია გამოძიება, როგორ დატოვა თავისი ქვეყანა. ასე რომ, შეიძლება კიდევ ძალიან ბევრი საქმე იყოს, სადაც შეიძლება მისი ბრალეულობა გამოიკვეთოს“, – განაცხადა სუბარმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სოზარ სუბარის თქმით, საქართველოს უკრაინისგან სააკაშვილის გადაცემის შესახებ ოფიციალური მოთხოვნა არ მიუღია
Next post მერაბ ქვარაია: თუ სააკაშვილი სასჯელს არ მოიხდის მისსავე ციხეში, ვერ გაიგებს იმ საპატიმროებში აღმოჩენილი ადამიანებისა და მათი ოჯახების სიმწარეს