მერაბ კაჭახიძე სააკაშვილს: ირბინა თხასავით 7 – 8 წელი და იქეთ რომ არაფერი ვქენით, “სმეტანიანი კანტეინერით” შემოძვრა ქვეყანაში და მთელი მსოფლიო კიდევ ერთხელ ასეირა და მხრები აჩეჩინა… დღესაც თავს გვჭრი შენი უნამუსობით!

Read Time:1 Minute, 5 Second

 ,,როცა საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა და ოდესის გუბერნატორად გამოგვეჯგიმა მაშინ ვიყვირე – სანამ გზაჯვარედინზე ინსპექტორის ზოლიანი ჯოხით დამდგარა და თავი მოუჭრია, ჩამოვიყვანოთ და დავამწყვდიოთ.

არავინ ისმინა და ცოტა ხანში ქე ვნახეთ სახლის “კრიშაზე”.
ე, ხომ გეუბნებოდითქო – გულიანად შევიგინე, მარა მაინც არავინ გამიგონა.
მერე იყო და ქოჩრით გამოათრიეს რომელიღაც რესტორნიდან. მიიყვანეს უკრაინა – პოლონეთის საზღვარზე, კრეს წიხლი ტრაკში და ასე გააგდეს მისი ახალი სამშობლოდან.
მაშინაც იგივე ვიყვირე – ე ბოშო, სანამ ბოლომდე მოუჯაყივართ, იქნებ როგორმე მოხერხდეს მისი ჩამოყვანა და დაბმა?!
გაგიგონია,
ისევ სიჩუმე.
ასე ირბინა თხასავით 7 – 8 წელი და იქეთ რომ არაფერი ვქენით, “სმეტანიანი კანტეინერით” შემოძვრა ქვეყანაში და მთელი მსოფლიო კიდევ ერთხელ ასეირა და მხრები აჩეჩინა.
ავად იყო თუ კარგად, მოკლედ გვაიძულა დაგვეჭირა.
ჰოდა, აქ დაიწყო, რაც დაიწყო.
აგერ უკვე მეოთხე თვეა გული მისკდება ტელევიზორში მის გამოჩენაზე.
და ეს გულის ხეთქვა მატულობს ყოველ ჯერზე.
ჯანდაბას მაგისი და ჩემი თავიც.
ნათქვამია –
ერთი გიჟი ყველა სოფელს ყავსო
და ამ ყველაფრის მაყურებელი მეგობარ – პარტნიორები გაგვიგებდნენ, თუნდაც ეს გიჟი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი იყოს, მარა იმის გაგება, რომ ამ შექანებულს მინიმუმ ნახევარი მილიონი მომხრე ყავს, თვით ლიბერალურ დასავლეთსაც გაუჭირდება.
მერე მოვდგეთ და ვიძახოთ – რატომ არ გვიღებენ ევროკავშირ – ნატოშიო.
გადამალეთ, გადამელეთ ეს დედაარღნიანი თუ რამე სიკეთე გინდათ ქვეყნისთვის. ?
პ.ს. თქვენ რაღა მოგივიდათ ხალხო?!
ამ პარანოიკის საქციელს კი არადა უსაქციელობას მაქსიმალური დოზით რომ აფიარებთ?!
სირცხვილია, სირცხვილი!
ჩვენი სირცხვილი!
უკაცრავად❤”-წერს პარლამენტის ყოფილი წევრი, მერაბ კაჭახიძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რატი ბრეგაძემ იუსტიციის სამინისტროს ინოვაციური სერვისი „პრობბოქსი“ ბათუმის იუსტიციის სახლის თანამშრომლებს წარუდგინა
Next post ირაკლი ზარქუა: ეროვნულ ბანკს ვთხოვეთ, შექმნას პენსიონერთა ინტერესების დამცველი სტრუქტურა – ცხელი ხაზი