მედიის ცნობით, გერმანიამ უკრაინისთვის საკუთარი წარმოების იარაღის მიწოდების ნებართვა გასცა

Read Time:27 Second

გერმანიამ უკრაინისთვის საკუთარი წარმოების იარაღის მიწოდების ნებართვა გასცა. ინფორმაციას გამოცემა „ბილდი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გერმანიის მთავრობამ ნება დართო ნიდერლანდებს, უკრაინის არმიას გადასცეს გერმანული წარმოების 400 ყუმბარმტყორცნი „პანცერფაუსტი“. გარდა ამისა, ბერლინმა ესტონეთს უფლება მისცა, უკრაინას გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის დროს წარმოებული საარტილერიო დანადგარები გადასცეს. ასევე, გამოცემა ირწმუნება, რომ გერმანია უკრაინისთვის 14 ჯავშანმანქანისა და 10 000 ტონა საწვავის მიწოდებას გეგმავს. რაც შეეხება უშუალოდ გერმანიიდან იარაღის მიწოდებას, მთავრობის პოზიცია ჯერჯერობით არ შეცვლილა, – აღნიშნულია „ბილდის“ სტატიაში.

როგორც ცნობილია, უკრაინამ გერმანიას გადასცა საჭირო იარაღისა და აღჭურვილობის სია, მაგრამ ამ დროისთვის, გერმანიამ უკრაინულ მხარეს მხოლოდ 5 000 ჩაფხუტი გამოუყო.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სალომე ზურაბიშვილი – ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის, ის სამაგალითო ლიდერია, მთელი საქართველო უკრაინის გვერდით დგას
Next post ვოლოდიმირ ზელენსკი: იმდენ ხანს ვიბრძოლებთ, რამდენიც დასჭირდება ჩვენი ქვეყნის გათავისუფლებას