მედია – თურქეთის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა

Read Time:40 Second

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ბაშარ ალ ასადს შეხვდებოდა, სირიის ლიდერი უზბეკეთში მიმდინარე შანხაის თანამშრომლობის სამიტს რომ დასწრებოდა. თურქული მედიის ცნობით, შესაბამისი სურვილი ერდოღანმა ორშაბათს მმართველი პარტიის წევრებთან დახურულ შეხვედრაზე გამოთქვა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ თურქულ გამოცემა „ჰურიეთზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

მანამდე სააგენტო „როიტერმა“ ოთხ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში თურქეთის დაზვერვის უფროსი დამასკოში სირიელ კოლეგას რამდენჯერმე შეხვდა.

„ვისურვებდი, რომ ასადი ჩასულიყო უზბეკეთში, მე მას დაველაპარაკებოდი. თუმცა მას არ შეუძლია იქ ჩასვლა. ის ამბოხებულებთან ომზე წავიდა, რათა თავისი ძალაუფლება შეენარჩუნებინა. მან აირჩია საკუთარი ძალაუფლების დაცვა. ის ფიქრობდა, რომ დაიცავდა მის მიერ კონტროლირებად რაიონებს. თუმცა მან ვერ დაიცვა დიდი ზონები“, – ციტირებს თურქული გამოცემა ერდოღანის განცხადებას.

როგორც სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, ანკარასა და დამასკოს შორის ურთიერთობების ნორმალიზება სირიის ომის მიმდინარეობას შეცვლის. თურქეთის მხარდაჭერა გადამწყვეტი აღმოჩნდა სირიელი ამბოხებულებისთვის მათ მიერ ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში ტერიტორიის შენარჩუნებისთვის.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პრეზიდენტმა გუდაურში სამაშველო ოპერაციისას დაღუპულები მედლით „სამოქალაქო თავდადებისათვის“ დააჯილდოვა
Next post გიორგი ვაშაძე – პაპუაშვილისა და კობახიძის მიზანია, როგორმე ჩაშალონ სამოქალაქო სექტორის პროცესი, ამაში ხელს არ შევუწყობთ, საერთოდ მიკვირს, კომისიაში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები რატომ დადიან