ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი და ირანის პარლამენტის სპიკერ და ამავდროულად ქვეყნის მთავარი მომლაპარაკებელი, მოჰამედ ბაღერ ღალიბაფი დონალდ ტრამპის განცხადებას ეხმაურებიან.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ისინი აღნიშნავენ, რომ ირანში არა რადიკალები არამედ, „რევოლუციონერები“ არიან, ქვეყანაში კი ერსა და მთავრობას „რკინის ერთობა“ აქვთ.
„ირანში არ არიან რადიკალები. ჩვენ ყველანი „ირანელები“ და „რევოლუციონერები“ ვართ, ერისა და მთავრობის რკინის ერთიანობით, რევოლუციის უზენაესი ლიდერისადმი სრული მორჩილებით, ჩვენ აგრესორ დამნაშავეს ვაიძულებთ, რომ თავისი ქმედებები ინანოს. ერთი ღმერთი, ერთი ლიდერი, ერთი ერი და ერთი გზა; ეს გზა ირანისთვის გამარჯვების გზაა, სიცოცხლეზე ძვირფასი“, – წერენ ფეზეშქიანი და ღალიბაფი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანში დაპირისპირებაა და ვერ გაურკვევიათ თუ ვინ არის მათი ლიდერი.

