მარიუპოლში, ოკუპანტების მიერ ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვას სულ მცირე 50 ადამიანი ემსხვერპლა

Read Time:27 Second

მარიუპოლში, რუსი დამპყრობლების მიერ ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვისას, სუ მცირე 50 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მარიუპოლის მერის ვადიმ ბოიჩენკოს თქმით, მარიუპოლი, რომელიც ბოლო დრომდე განვითარების სიმბოლო იყო, ახლა თითქმის მთლიანად გაანადგურეს რუსმა დამპყრობლებმა.

ბოიჩეკოს თქმით, განადგურებულია ქალაქის ინფრასტრუქტურის 90%-ზე მეტი.

„განადგურებულია ქალაქის ინფრასტრუქტურის 90%-ზე მეტი. აქედან მინიმუმ 40% აღარ ექვემდებარება აღდგენას. საკრებულოში უკვე შეიქმნა კომისია, რომელიც აფიქსირებს კერძო საკუთრების ნგრევის ფაქტებს. დღემდე 300-ზე მეტი ასეთი ფაქტია აღწერილი. თუმცა, მთავარი დანაშაული არის ათასობით მოკლული მარიუპოლის მშვიდობიანი მოქალაქე. რუსეთის ტერორისტულმა ჯარებმა აკრძალული საბრძოლო მასალა გამოიყენეს“, – აცხადებს ბოიჩენკო.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ჩარკვიანი ყაველაშვილს: დადეთ ის ოხერი გამოძიება, რათა ვნახოთ, რომ მიხეილ სააკაშვილი დამნაშავეა
Next post ომი უკრაინაში შესაძლოა, მრავალი თვის ან წლების განმავლობაში გაგრძელდეს – იენს სტოლტენბერგი