ჩარკვიანი ყაველაშვილს: დადეთ ის ოხერი გამოძიება, რათა ვნახოთ, რომ მიხეილ სააკაშვილი დამნაშავეა

Read Time:34 Second

საქართველოს პარლამენტში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის, განათლებისა და მეცნიერებისა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, ერთმანეთს თაკო ჩარკვიანი და მიხეილ ყაველაშვილი დაუპირისპირდნენ.

„გირგვლიანის [საქმის] მერე, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ რომ დადგება ადამიანი, ის არავისთვის მისაღები არ არის. რამდენი პროცენტი აიღეთ არჩევნებზე? მიხეილ სააკაშვილი, გიგი უგულავა, ბოკერია… ვისთან ერთადაც დღეს პოლიტიკას აწარმოებთ, აი, იმ ხალხმა ჩაიდინა გირგვლიანის საქმე. ამას ვერ დამალავთ. მიიღეთ ციხიდან შეკვეთები და ლეიბები გაშალეთ რუსთაველზე“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

თაკო ჩარკვიანის თქმით, არ არსებობს მტკიცებულებები, რომ გირგვლიანის საქმეში ყოფილი პრეზიდენტია დამნაშავე.

„დადეთ ის ოხერი გამოძიება, რათა ვნახოთ, რომ მიხეილ სააკაშვილი დამნაშავეა. იმ კაცის პირდაპირი დანაშაულებრივი ქმედება არ იკვეთება. გირგვლიანის თემაზე… მითხარით, სააკაშვილმა მოკლა? მოაკვლევინა სააკაშვილმა? იკვეთება სააკაშვილის პირდაპირი დანაშაული?“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა. იხილეთ ვიდეო

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კელი დეგნანი უკრაინის სამხედრო დაზვერვის განცხადებაზე – ეს საკითხები არ უნდა გადაწყდეს მედიის წინაშე, აუცილებელია სამთავრობო არხების გამოყენება, ასეთი ურთიერთდაპირისპირებით სარგებელს იღებს მხოლოდ რუსეთი
Next post მარიუპოლში, ოკუპანტების მიერ ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვას სულ მცირე 50 ადამიანი ემსხვერპლა