მარინა კალიურანდი: არ მესმის მათი, ვინც პარლამენტში არ შევიდა, პარლამენტის გარეთ ყოფნა ქვეყნის ინტერესებს არ ემსახურება – გთხოვთ, შეუერთდით პარლამენტს

Read Time:46 Second

წლების განმავლობაში, ჩვენ მივეჩვიეთ იმ ფაქტს, რომ როდესაც საქმე აღმოსავლეთ პარტნიორობას ეხება, საქართველო საუკეთესოა, – განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, მარინა მარინა კალიურანდმა.

მარინა კალიურანდმა ასევე ისაუბრა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე და აღნიშნა, რომ ეუთო/ოდირის დასკვნის თანახმად, საპარლამენტო არჩევნები სამართლიანი და დემოკრატიული იყო.

„დიახ, რაღაცები გასაუმჯობესელია, ადგილი ჰქონდა რაღაც ინციდენტებს, მაგრამ საერთო შეფასება დადებითია. ამიტომაც მნიშვნელოვანი იყო, რომ საქართველოს პარლამენტს მუშაობა დაეწყო ყველა არჩეული პარლამენტარის მონაწილეობით. ამიტომაც მოვუწოდებდი და ახლაც მოვუწოდებ ყველა პოლიტიკოსს, თავიანთი მანდატი აიღონ და მუშაობა დაიწყონ ქვეყნისა და ხალხის სასიკეთოდ. ყველა პარლამენტს სჭირდება ოპოზიცია. დემოკრატიულ პარლამენტს აქტიური ოპოზიცია სჭირდება. ასე ხორციელდება პოლიტიკური რეფორმები“, – აღნიშნა მარინა კალიურანდმა.

ევროპარლამენტარმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირი ყოველთვის ვერ გადაჭრის პოლიტიკურ კრიზისებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.

„საქართველოს მთავრობამ, ქართველმა პოლიტიკოსებმა, ქართველმა ხალხმა პასუხისმგებლობა უნდა აიღონ და იმოქმედონ ისე, რომ ეს სიტუაცია აღარ განმეორდეს. მოხარული ვარ, რომ თითქმის ყველა ოპოზიციური ძალა პარლამენტში შევიდა. არ მესმის მათი, ვინც პარლამენტში არ შევიდა. პარლამენტის გარეთ ყოფნა ქვეყნის ინტერესებს არ ემსახურება. გთხოვთ, შეუერთდით პარლამენტს“, – განაცხადა მან.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ანრი ოხანაშვილი ამნისტიის კანონპროექტის შესახებ: ვფიქრობ, რომ პოზიციების დაახლოების რესურსი არის
Next post მარიამ ჩახვაშვილი – სემეკს რომ დღეს არ მიეღო ეს გადაწყვეტილება, მომავალში გაზი უფრო მეტად გაძვირდებოდა