მარიამ ჩახვაშვილი – სემეკს რომ დღეს არ მიეღო ეს გადაწყვეტილება, მომავალში გაზი უფრო მეტად გაძვირდებოდა

Read Time:49 Second

„გალთ ენდ თაგარტის“ უფროსი ანალიტიკოსი მარიამ ჩახვაშვილი მიიჩნევს, რომ თუ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) დღეს არ მიიღებდა ბუნებრივი გაზის ტარიფის ცვლილების გადაწყვეტილებას, მომავალში ბევრად უფრო მეტით მოუწევდა ტარიფის აწევა. „როდესაც არსებული ტარიფი დადგინდა, 1 აშშ დოლარი, დაახლოებით, 2,7 ლარი ღირდა. დღეს დოლარი უკვე 3,3 ლარი ღირს. ამ კურსის ცვლილების გამო კომპანია „თბილისი ენერჯის“ დაახლოებით 20 მლნ ლარის ოდენობის ზარალი დაუგროვდა და ამ ზარალის კომპენსირებისთვის ტარიფის გადახედვა გახდა საჭირო. სემეკს რომ ეს დღეს არ გაეკეთებინა, წლის ბოლოს, ან მომავალი წლის ბოლოს მაინც მოუწევდა ამის გაკეთება, როდესაც ბევრად მეტი ვალი დაუგროვდებოდა კომპანიას და ტარიფის კორექცია გაცილებით მეტად მოხდებოდა“, – აცხადებს „გალთ ენდ თაგარტის“ უფროსი ანალიტიკოსი. მარიამ ჩახვაშვილის თქმით, „ზოგადად, ტარიფის გადახედვა უბრალოდ არ ხდება. კომპანია ტარიფის სულ მცირე 10%–იან ცვლილებას უნდა ითხოვდეს, რომ სემეკმა საკითხი განხილვაში მიიღოს და მხოლოდ ამ შემთხვევაში აქვს მარეგულირებელს პერიოდის შიგნით გადახედოს ტარიფს“. სემეკმა 27 მაისს „თბილისი ენერჯის“ ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფი 8 თეთრით გაუზარდა – 54 თეთრამდე ერთ კუბურ მეტრზე. გადაწყვეტილება ძალაში 1–ლი ივნისიდან შედის.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მარინა კალიურანდი: არ მესმის მათი, ვინც პარლამენტში არ შევიდა, პარლამენტის გარეთ ყოფნა ქვეყნის ინტერესებს არ ემსახურება – გთხოვთ, შეუერთდით პარლამენტს
Next post მარიამ ქვრივიშვილი – როგორც მმართველი პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი, აქტიურად ვიქნები ჩართული ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში