ანრი ოხანაშვილი ამნისტიის კანონპროექტის შესახებ: ვფიქრობ, რომ პოზიციების დაახლოების რესურსი არის

Read Time:39 Second

მე იმედს ვიტოვებ, როგორც თქვენ შეცვალეთ თქვენი პოზიცია და სავსებით სამართლიანად, საარჩევნო საკითხებზე მუშაობის დროს, ახლაც დაუჭერთ მხარს იმ სულისკვეთებით დაინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც სრულად არის ასახული და წარმოდგენილი შარლ მიშელის დოკუმენტში, ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა პლენარულ სხდომაზე „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის განხილვისას.განაცხადა.

„რესურსი პოზიციების დაახლოების არსებობს. ჩვენ არ გვითქვამს და ჩვენ არ გესაუბრებით თქვენ ულტიმატუმებით. ჩვენ ვამბობთ, რომ მეორე მოსმენის ფარგლებში კარს არ ვხურავთ დისკუსიისთვის. განვაგრძობთ მსჯელობას თქვენთან ერთად და იქ, სადაც იქნება რაციონალური და სამართლიანი შემოთავაზება, ჩვენ მზად ვართ ამ საკითხებზე სამსჯელოდ.

პარლამენტის თავმჯდომარემაც გაწია მედიაცია და ვფიქრობ, ეს იყო დროული. თქვენც ჩვენთან ერთად უნდა დადგეთ საზოგადოების ინტერესების შესაბამისად და თუ ასე მიიღებთ გადაწყვეტილებას და მიუდგებით საკითხს სახელმწიფოებრივად, რა თქმა უნდა, რესურსი პოზიციების დაახლოების, რომ თქვენ შეძლოთ მხარი დაუჭიროთ ჩვენს კანონპროექტს რჩება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კარლ ჰარცელი: ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ საქართველოს ევროპული გზა მყარ საძირკველზე შენდება
Next post მარინა კალიურანდი: არ მესმის მათი, ვინც პარლამენტში არ შევიდა, პარლამენტის გარეთ ყოფნა ქვეყნის ინტერესებს არ ემსახურება – გთხოვთ, შეუერთდით პარლამენტს