მარინა ეზუგბაია: „ტოცილიზუმაბის“ დანიშვნაზე გადაწყვეტილება კლინიკურმა ჯგუფმა უნდა მიიღოს, ამ პრეპარატს აქვს მკაცრად განსაზღვრული ჩვენებაც და უკუჩვენებაც

Read Time:21 Second

ყველაზე მთავარი თემა, რომელიც ამ ეტაპზე განიხილება, ეს არის მედიკამენტ „ტოცილიზუმაბის“ გამოყენება, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ყველა წამალი ეფექტიანია, როდესაც ის ინიშნება დროულად და სწორად.

„ამ მედიკამენტსაც აქვს ჩვენებები და უკუჩვენებები, ამიტომაც „ტოცილიზუმაბის“ დანიშვნა უნდა გადაწყდეს მკურნალი ექიმისა და კლინიკის წამყვანი სპეციალისტების შეჯერებით, რადგან ამ პრეპარატს აქვს მკაცრად განსაზღვრული ჩვენებაც და უკუჩვენებაც. აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილების მიმღები უნდა იყოს კლინიკური ჯგუფი“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კუჭავა: საქართველოში ბევრმა არც იცის, რომ არსებობს ხანის ჩანჩქერი და რამდენად საინტერესო ტურისტული მიმართულება შეიძლება გახდეს
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: ვის აქვს ილუზია, რომ „ნაცმოძრაობის“, სააკაშვილის, ბოკერიას, უგულავას, მელიას – ამ კრიმინალების ხელწერა შეიცვლება, ჩვენ უნდა ჩავატაროთ თავისუფალი, გამჭირვალე არჩევნები და ღირსეულად მოვიგოთ