ირაკლი ღარიბაშვილი: ვის აქვს ილუზია, რომ „ნაცმოძრაობის“, სააკაშვილის, ბოკერიას, უგულავას, მელიას – ამ კრიმინალების ხელწერა შეიცვლება, ჩვენ უნდა ჩავატაროთ თავისუფალი, გამჭირვალე არჩევნები და ღირსეულად მოვიგოთ

Read Time:1 Minute, 48 Second

მართლაც მიკვირს, ტრაგედიაა, როცა იმ პოლიტიკური ძალის, იმ აგრესიული, რადიკალური ძალის წარმომადგენლები, დღესაც პრეტენზიას გამოთქვამენ ხელისუფლებაში დაბრუნებაზე – ძალა, რომელმაც ჩვენი ტერიტორიის 20% დაგვაკარგინა დროებით და ოკუპაცია დააკანონებინა, კოდორი ჩააბარა, 100-ზე მეტი სოფელი ჩააბარა, შემდეგ, გამოვიდა ურცხვად, უტიფრად და ამ 100 სოფელს უწოდა „ქვების გროვა“. ამ მოღალატე ადამიანებს, როგორ შეიძლება, რომ საშუალება და უფლება მივცეთ, ჩვენი ქვეყნის ხელმეორედ დანგრევის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ თერჯოლის მერობის კანდიდატის, ლაშა გოგიაშვილის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამიტომაც, აუცილებელია მობილიზება და ღირსეულად, მშვიდად, გამჭვირვალე და თავისუფალი არჩევნების ჩატარება.

„მათ ერთხელ დაანგრიეს ჩვენი ქვეყანა და მეორედ ამის უფლებას არ მივცემთ, ჩვენს ხალხთან ერთად. ამიტომაც, აუცილებელია მობილიზება. ძალიან ღირსეულად, მშვიდად, მტკიცედ უნდა ჩავატაროთ არჩევნები, დემოკრატიულად, რაც მთავარია, რომ არც ერთი კითხვა არ დარჩეს და ჩვენ მაქსიმალურად, დავაზღვიოთ ჩვენი თავი, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი ნებისმიერი პროვოკაციისგან. მათ იციან, რომ ყველა ქალაქსა და ყველა მუნიციპალიტეტში სასტიკად მარცხდებიან. ამიტომ, მათთვის არაფერს ნიშნავს 2 ოქტომბერი, რადგან უკვე იციან, რომ წაგებული აქვთ არჩევნები, ამიტომ, მათი მთავარი, თეორიული შანსი იქნება რაღაც პროვოკაციების მოწყობა და წინასწარ აჟიოტაჟის ატეხვა, რომ რაღაც სასწაული ხდება – ის, რაც გამოვიარეთ რამდენიმე თვის წინ. ქვეყანა ამყოფეს 6 თვის განმავლობაში უწყვეტი ბოიკოტის რეჟიმში. გამოგონილი, ხელოვნურად ინსპირირებული, რაღაც გაუგებარი პროვოკაციების გამო. შემდეგ, ჩვენი ევროპელი და ამერიკელი მეგობრების დახმარებით, როგორც იქნა, შეთანხმებას მივაღწიეთ მათთან, ამ დესტრუქციულ, მოღალატე ძალასთან. შევიყვანეთ პარლამენტში და თითქოს დაიწყო მუშაობა, მაგრამ ვნახეთ, რომ მათი ხელწერა, რა თქმა უნდა, არ იცვლება და ვის აქვს ილუზია, რომ „ნაცმოძრაობის“, სააკაშვილის, ბოკერიას, უგულავას, მელიას – ამ კრიმინალების ხელწერა შეიცვლება. რა თქმა უნდა, არავის აქვს ამის ილუზია. ეს ხომ პრიმიტიულობაა, ეს ხომ გულუბრყვილობა იქნება, დავიჯეროთ მათი გაუგებარი და უტიფარი განცხადებები. ამიტომაც, ჩვენ მობილიზებულად უნდა ჩავატაროთ არჩევნები. მშვიდად, თავისუფალი, გამჭირვალე არჩევნები და მოვიგოთ ღირსეულად და გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის მშენებლობა“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ყველა რეგიონის მიმართულებით, ხელისუფლებას აქვს კონკრეტული პროგრამები, რომლებიც მხოლოდ მოსახლეობაზე იქნება ორიენტირებული.

„მეტი დასაქმება, მეტი სამუშაო ადგილები – ეს იქნება ჩვენი მთავარი საზრუნავი და ჩვენი მთავარი მიზანი. კიდევ ერთხელ, მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ ერთგულებისთვის. ერთგულება, მადლიერება, სიმართლე, ღირსება, პატიოსნება – გამოარჩევს ჩვენს დიდ ოჯახს, გაერთიანებას – „ქართულ ოცნებას“ და სწორედ, ამ ფასეულობებზე დგას ჩვენი პოლიტიკური გუნდი. ამ იდეალებით, ამ პრინციპებით, ჩვენ ერთად გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის მშენებლობას და აუცილებლად გავიმარჯვებთ 2 ოქტომბერს, ყველა ქალაქსა და ყველა მუნიციპალიტეტში“, – განაცხადა პრემიერმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მარინა ეზუგბაია: „ტოცილიზუმაბის“ დანიშვნაზე გადაწყვეტილება კლინიკურმა ჯგუფმა უნდა მიიღოს, ამ პრეპარატს აქვს მკაცრად განსაზღვრული ჩვენებაც და უკუჩვენებაც
Next post ეკატერინე ტიკარაძე: კაცებში კრიტიკულ ასაკად 70-79 წელი გამოიკვეთა, ხოლო ქალებში – 80-90 წელი – 60 წლის ზევით მოქალაქეებს ინტენსიურად მოვუწოდოთ ვაქცინაციისკენ