მარია ზახაროვა – თეთრ სახლში აცხადებენ, რომ მოსკოვში ტერაქტთან უკრაინელების კავშირის ნიშნებს ვერ ხედავენ, რის საფუძველზე აკეთებენ ამ დასკვნებს ვაშინგტონის ოფიციალური პირები

Read Time:36 Second

აშშ-ს თუ აქვს ან ჰქონდა რამე სარწმუნო მონაცემები მოსკოვის საკონცერტო დარბაზზე თავდასხმასთან დაკავშირებით, დაუყოვნებლივ უნდა გადასცეს რუსულ მხარეს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ „ტელეგრამ-არხში“ დაწერა.

„თეთრი სახლის განცხადებით, ვერ ხედავს იმის ნიშნებს, რომ უკრაინა ან უკრაინელები დაკავშირებული არიან ტერაქტთან მოსკოვში. რის საფუძველზე აკეთებენ ვინმეს კავშირის არქონაზე რამე დასკვნებს ვაშინგტონის ოფიციალური პირები ტრაგედიის დროს? თუ აშშ-ს აქვს ან ჰქონდა სარწმუნი მონაცემები ამასთან დაკავშირებით, მაშინ აუცილებელია მათი რუსული მხარისთვის დაუყოვნებლივი გადაცემა. თუ ასეთი მონაცემები არ აქვს, მაშინ თეთრ სახლს არ აქვს უფლება, გასცეს ვინმესთვის ინდულგენციები. როგორც რუსეთის ხელმძღვანელობამ განაცხადა, ტერაქტთან კავშირში მყოფ ყველა პირს კომპეტენტური ორგანოები დაადგენენ“, – წერს ზახაროვა.

თეთრი სახლში განაცხადეს, რომ არ არის არანაირი მანიშნებელი, რომ უკრაინას მოსკოვში საკონცერტო დარბაზზე თავდასხმასთან რაიმე კავშირი აქვს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ლატარია: პოლიციას „მოლოტოვის კოქტეილები“ თუ ესროლე – გმირი ხარ, ხოლო ახალგაზრდები, რომლებიც „ნაცებს” მოღალატეებს უწოდებენ, თურმე ლოთები და ნარკომანები არიან
Next post მედვედევი: ტერორისტებს ესმით მხოლოდ საპასუხო ტერორი – სიკვდილი სიკვდილის წილ