მედვედევი: ტერორისტებს ესმით მხოლოდ საპასუხო ტერორი – სიკვდილი სიკვდილის წილ

Read Time:40 Second

რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივნის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში საკონცერტო დარბაზში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას გამოეხმაურა.  ამის შესახებ ინფორმაციას BBC.news ავრცელებს.

„ტერორისტებს ესმით მხოლოდ საპასუხო ტერორი. არავითარი სასამართლო პროცესი და გამოძიება არ დაგვეხმარება, თუ ძალას ძალის გამოყენებით არ დავუპირისპირდებით.

თუ დადგინდება, რომ ისინი არიან კიევის რეჟიმის ტერორისტები, შეუძლებელია მათთან სხვაგვარად მოქცევა. ყველა მათგანი უნდა მოიძებნოს და უმოწყალოდ განადგურდეს, როგორც ტერორისტები. მათ შორის იმ სახელმწიფოს ოფიციალური პირები, რომლებმაც ჩაიდინეს ასეთი სისასტიკე. სიკვდილი სიკვდილის წილ“,- აცხადებს მედვედევი.

შეგახსენებთ, მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში „კროკუს სითი ჰოლში“ რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა და კონცერტზე მისულ მაყურებელს ცეცხლი გაუხსნა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმა ტერაქტად შეაფასა, სპეცრაზმმა შენობის შტურმი დაიწყო.

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ინფორმაციით, მოსკოვში, საკონცერტო დარბაზ „კროკუს სითი ჰოლში“ დაღუპულთა რიცხვი სულ მცირე 40-ს შეადგენს, დაშავებულთა რიცხვი კი 100-ს აღემატება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მარია ზახაროვა – თეთრ სახლში აცხადებენ, რომ მოსკოვში ტერაქტთან უკრაინელების კავშირის ნიშნებს ვერ ხედავენ, რის საფუძველზე აკეთებენ ამ დასკვნებს ვაშინგტონის ოფიციალური პირები
Next post ვიქტორ ჯაფარიძე: “ხალხის ძალა” და ხელისუფლება ფხიზლად უნდა ვიყოთ, დამაჯერებლად მოვიგოთ არჩევნები და ვაჩვენოთ რადიკალურ ოპოზიციას, ამ უსამშობლო ადამიანებს მათი ადგილი