ირაკლი ლატარია: პოლიციას „მოლოტოვის კოქტეილები“ თუ ესროლე – გმირი ხარ, ხოლო ახალგაზრდები, რომლებიც „ნაცებს” მოღალატეებს უწოდებენ, თურმე ლოთები და ნარკომანები არიან

Read Time:50 Second

პოლიციას „მოლოტოვის კოქტეილები“ თუ ესროლე – გმირი ხარ, ხოლო ის ახალგაზრდები, რომლებიც ყველაფერს თავიანთ სახელს არქმევენ და „ნაცებსა“ და მათ შპანას მოღალატეებს უწოდებენ – თურმე არიან ლოთები და ნარკომანები, ხომ? – წერს ექსპერტი ირაკლი ლატარია საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის მიერ ოპოზიციონერ ანა წითლიძის განცხადების შეფასებისას.

ლატარია ეხმიანება მამუკა მდინარაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ წითლიძემ ქართველ ახალგაზრდებს, მთვრალები და ნარკოზემოქმედების ქვეშ მყოფები უწოდა და იმ ახალგაზრდებს დააბრალა რაღაცები, რომლებმაც გააპროტესტეს ის, რომ საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციას ოპოზიცია მხარს არ უჭერს.

ექსპერტის თქმით, არც ერთ ქვეყანას არ ჰყოლია ისეთი მაოხრებელი, როგორიც საქართველოს ჰყავს „ნაციონალური მოძრაობის” სახით.

„პოლიციას „მოლოტოვის კოქტეილები“ თუ ესროლე – გმირი ხარ, ხოლო ის ახალგაზრდები: რომლებიც ყველაფერს თავიანთ სახელს არქმევენ და ნაცებსა და მათ შპანას მოღალატეებს უწოდებენ – თურმე არიან ლოთები და ნარკომანები, ხომ?

მსოფლიოში არც ერთ ქვეყანას არ ჰყოლია საკუთარი ქვეყნის ისეთი მაოხრებელი, როგორც საქართველოს ჰყავს „ნაცების“ სახით და თან ეს უტიფრები და რუსების საქმის გამკეთებლები, კიდე აქეთ ბედავენ და აკნინებენ იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც სურთ ევროპა და ეწინააღმდეგებიან იმ ძალას, ვინც არ დაუჭირა მხარი საქართველოს ევროპულ გზას…”, – წერს ირაკლი ლატარია Facebook-ზე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post „თავდამსხმელები ცხედრებზე დარბოდნენ…“ – პირველი კომენტარები მოსკოვიდან
Next post მარია ზახაროვა – თეთრ სახლში აცხადებენ, რომ მოსკოვში ტერაქტთან უკრაინელების კავშირის ნიშნებს ვერ ხედავენ, რის საფუძველზე აკეთებენ ამ დასკვნებს ვაშინგტონის ოფიციალური პირები