მამუკა ხაზარაძე: 2018 წლის მაისამდე ივანიშვილი მირეკავდა და ვურეკავდი, ხმოვან შეტყობინებებსაც მიგზავნიდა

Read Time:50 Second

“მე მინდა გითხრათ, რომ 2018 წლის მაისამდე მე მქონდა კომუნიკაცია ბიძინა ივანიშვილთან. კომუნიკაციაში ვგულისხმობ იმას, რომ ვურეკავდი, მირეკავდა, ხმოვან შეტყობინებას მიგზავნიდა, მეც ვპასუხობდი. დამალული არ არის, კომუნიკაცია მქონდა,” – ამბობს ხაზარაძე.

კითხვაზე შენახული აქვს ეს ხმები? – პასუხობს:

“არ ვიცი, ალბათ არის. აღარ მომისმენია. მუსიკა ხომ არ არის თავიდან მოვუსმინო?!” – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მისი თქმით, ივანიშვილთან საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა.

“2017 წელს მან მითხრა, რომ ამაკლია არ უნდა აშენდესო. ისიც მითხრა, რომ ამერიკელებს აქ რა უნდა და აქ იმიტომ ჩამოდიან, რომ ფული უნდა აკეთონო. ჩვენ არ დავუჯერეთ მას და გავხსენით ანაკლიის მშენებლობა 2017 წლის ბოლოს. 2018 წელს, როდესაც დაბრუნდა პოლიტიკაში და გახდა “ოცნების” თავმჯდომარე, მაშინ გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი იყო ანაკლიის პროექტის ამ დროს გაფრინდა აშშ-ში და ჩამოფრინდა, მე მაშინ წავედი ლონდონში, 400 მილიონიან ხელშეკრულებას მოვაწერე ხელი და პირველი ივანიშვილს მივწერე ეს სასიხარულო ცნობა, პასუხად მივიღე “ოკ” და თურმე იმ დღეს კვირიკაშვილის გადაყენება მიდის. 2 დღის მერე ჩამოვფრინდა და მივწერე, რომ შეხვედრა მინდა, რომ პირადად მოგიყვეთ დეტალები-მეთქი და მანდ გაწყდა კომუნიკაცია,” – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სალომე ზურაბიშვილი: ახალგაზრდები ამ ქვეყნიდან მიდიან – არავის უნდა, სიძულვილისა და ბოღმის ქვეყანაში იცხოვროს
Next post ბოკერია პრეზიდენტის მიღებაზე: მტერსაც უნდა ელაპარაკო, მაგრამ ეს არ უნდა იყოს დეკორაცია ან სიმულაცია