ბოკერია პრეზიდენტის მიღებაზე: მტერსაც უნდა ელაპარაკო, მაგრამ ეს არ უნდა იყოს დეკორაცია ან სიმულაცია

Read Time:47 Second

მტერსაც უნდა ელაპარაკო, მაგრამ ეს არ უნდა იყოს დეკორაცია ან სიმულაცია, – ასე ეხმაურება პრეზიდენტის დღევანდელ მასპინძლობას “ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია “ტვ პირველის” ეთერში.

“მტერსაც უნდა ელაპარაკო, ეს ნორმალური პროცესია, მაგრამ ამ ყველაფერს აკეთებ მაშინ, თუ ეს ყველაფერი არ არის დეკორაცია ან სიმულაცია. მე არ მინდა, წინასწარ ხაზი გადავუსვა ყველაფერს. თუ ვცდებით პროგნოზებში, რომ არ გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი მხოლოდ კარგი იქნება. თქვენ არხზე ვუყურე საინფორმაციოს, რომ დაიწყო შერიგების დიდი პროცესიო და იქვე კობახიძე ამის სრულიად საპირისპირო გზავნილს აჟღერებს.

ევროსაბჭოს პრეზიდენტი, ამერიკის ელჩი და ა. შ. იყვნენ მაგ დარბაზში და იყო ლოზუნგი, რომ ახალი ერა დაიწყო და ა. შ. სად აღმოვჩნდით მერე?! ძალაუფლება აქვს კობახიძეს. კი, ზურაბიშვილს შეუძლია შეწყალება, მაგრამ კობახიძეს და ივანიშვილს შეუძლიათ კიდევ დაჭერა. შეწყალებაც ხომ კომპონენტია იმისი, რომელიც შეიძლება გამოიყენო თუ პოლიტიკური ნება არსებობს, რომ ვითარება სხვა გზით წავიდეს”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა პოლიტიკური აქტორები საზეიმო მიღებაზე მიიწვია. ღონისძიება დღეს, 16 დეკემბრის საღამოს გაიმართა. ოპოზიციის ნაწილი შეხვედრაზე მივიდა, მეორე ნაწილმა თავი შეიკავა მასში მონაწილეობისგან.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა ხაზარაძე: 2018 წლის მაისამდე ივანიშვილი მირეკავდა და ვურეკავდი, ხმოვან შეტყობინებებსაც მიგზავნიდა
Next post დიმიტრი გოლუბოვი: სააკაშვილი თავხედურად აგზავნიდა წერილებს მეწარმეებთან თავისი ორგანიზაციის სახელით და ითხოვდა 5 მილიონ გრივნას