სალომე ზურაბიშვილი: ახალგაზრდები ამ ქვეყნიდან მიდიან – არავის უნდა, სიძულვილისა და ბოღმის ქვეყანაში იცხოვროს

Read Time:46 Second

ვხედავთ, რომ ახალგაზრდებს ერთი სწრაფვა აქვთ, წავიდნენ აქედან, რადგან არავის უნდა სიძულვილისა და ბოღმის ქვეყანაში იცხოვროს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში პოლიტიკურ პარტიებთან წინასაახალწლო შეხვედრაზე განაცხადა.

„ჩვენ ვხედავთ, ვიცით, თუ არ დავხუჭავთ თვალს, რომ ახალგაზრდები ამ ქვეყნიდან მიდიან. ერთი სწრაფვა აქვთ, რომ წავიდნენ აქედან, რადგან, თუ ახალგაზრდაა და რაღაც შესაძლებლობებს გრძნობს საკუთარ თავში, არავის უნდა, სიძულვილისა და ბოღმის ქვეყანაში იცხოვროს,ქვეყანაში, სადაც თვითონ ვერ ხედავს, რა არის მისთვის პერსპექტივა და ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა. მეც ვგრძნობ ჩემს პირად პასუხისმგებლობას მათ მიმართ. დროა ქვეყნისთვის, თუ არ გვინდა, დავკარგოთ ყველა შანსი, რაც გვაქვს, რაც ჩვენს წინ არის, ეს იქნება ევროპული ინტეგრაცია, რეგიონში ჩვენი როლის დაბრუნება, თუ ჩვენი ფუნქციის მოპოვება ახალ მსოფლიოში, რომელიც დღეს ძალიან სწრაფად ვითარდება. ამ ყველაფერზე თუ ერთად არ ვიფიქრეთ, ცალ-ცალკე – არა, მე ვიცი და შენ არ იცი; არა, შენ ისა ხარ და არა, შენ ესა ხარ, მგონი, ვერსად წავალთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისათვის წინასაახალწლო მიღებას მართავს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას: როდესაც არ შეგიძლია ის პასუხისმგებლობა ატარო, რაც ოპოზიციას აქვს, რა თქმა უნდა, არ შეგიძლია უფრო დიდი პასუხისმგებლობა ატარო და მოითხოვო, რაც ხელისუფლებას აქვს
Next post მამუკა ხაზარაძე: 2018 წლის მაისამდე ივანიშვილი მირეკავდა და ვურეკავდი, ხმოვან შეტყობინებებსაც მიგზავნიდა