მამუკა მდინარაძე: ძალადობის „გაპრავებაზე“ რომ არიან გადასულები, ისიც მოიკითხონ, დაწვებსა და ძალადობებს ევროპაში რა შედეგები მოჰყვება ხოლმე და ხომ არ არის ჩვენი კანონმდებლობა და მიდგომები უფრო ჰუმანური

Read Time:51 Second

მხოლოდ დაწვაზე, ძალადობაზე და ძალადობის „გაპრავებაზე“ რომ არიან გადასულები, ისიც მოიკითხონ, ასეთ დაწვებსა და ძალადობებს ევროპაში რა შედეგები მოჰყვება ხოლმე და ხომ არ არის ჩვენი კანონმდებლობა და მიდგომები უფრო ჰუმანური, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„მხოლოდ ერთი ადამიანია დაკავებული. გამოძიება გრძელდება, გასაგებია და ალბათ რაღაც სხვა შედეგებიც იქნება. მაგრამ როგორ აპატიმრებენ ასობით ადამიანს კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაულისთვის ასეთი ქმედებების ჩადენის დროს ესეც მოიკითხონ და ნახევარ ინფორმაციას ნუ აწვდიან საზოგადოებას. ასევე, თავი დაანებონ ძალადობის გამართლებას. ისინი ცდილობენ გაამართლონ ადამიანი, რომელსაც ბრალი ედება პოლიციელის ცოცხლად დაწვაში. ამ ადამიანის გამართლებასაც კი კადრულობენ, იმის მაგივრად, რომ გაემიჯნონ ამ ყველაფერს. არ გამოვა ძალადობის გამართლება. არც ის ძალადობა მართლდება, ქვეყანაზე, ქართულ საზოგადოებასა და ქართველ ხალხზე რომ განახორციელეს მათ წლების განმავლობაში და არც ის ძალადობა, რომელიც შემცირებული რესურსებით, მაგრამ მაინც ცდილობენ განახორციელონ ქართული საზოგადოებისა და ქართველი პოლიციელების წინააღმდეგ“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძე.

ეს კომენტარი მან გივი თარგამაძის შემდეგ განცხადებაზე გააკეთა: „მარტის პროტესტის დროს ამბობდნენ, პოლიციის მანქანა როგორ დაწვესო, იმ დღეებში ნახევარი პარიზი გადაწვეს პენსიების გამო, ამაში არაფერია საშინელი, მატრაკვეცული მიტინგები შედეგს არ მოიტანს“.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ და „ნაციონალური მოძრაობა“ არის აბსოლუტურად ერთი და იგივე, ორივე არის უცხოელი აგენტი და ემსახურება არა საკუთარ ქვეყანას, არამედ უცხოელ ძალებს
Next post ტინა ტერნერი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა