სამშაბათი, მაისი 26, 2026

ტინა ტერნერი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა

ამერიკელი მომღერალი, მოცეკვავე, ქორეოგრაფი და მსახიობი, ტინა ტერნერი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახენ ტინა ტერნერის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დაადასტურა.

„ტინა ტერნერი, როკ’ნ როლის დედოფალი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა საკუთარ სახლში, კუსნახტში [შვეიცარია] ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ. მასთან ერთად მსოფლიო კარგავს მუსიკის ლეგენდასა და მისაბაძ მაგალითს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ტინა ტერნერი ჟურნალ „როლინგ სტოუნის“ მიერ დასახელებულია ყველა დროის ყველაზე წარმატებულ როკ-მომღერალ ქალბატონად და ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს მომღერლად.

მისი დისკების გაყიდული ასლების რაოდენობა 200 მილიონს შეადგენს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საფრანგეთის ელჩი – დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საფრანგეთი ქართველი ხალხის მიმართ მეგობრობასა და სოლიდარობას გამოხატავს, საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს

საქართველოში საფრანგეთის ელჩი ოლივიე კურტო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.მისივე თქმით, საფრანგეთი მხარს უჭერს, როგორც დღეს, ასევე მომავალში, ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს და საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას.„26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საფრანგეთი ქართველი ხალხის მიმართ მეგობრობასა და სოლიდარობას გამოხატავს. 1991 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 35 წლის შემდეგ საფრანგეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მტკიცე ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.მაშინ, როცა საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, სახელმწიფოების სუვერენიტეტისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების პატივისცემა მშვიდობისა და სტაბილურობის ცენტრალურ საკითხად რჩება ევროპაში.საფრანგეთი მხარს უჭერს, როგორც დღეს, ასევე მომავალში, ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს და საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას“, – აღნიშნულია მილოცვაში.

მიხეილ ყაველაშვილს მეფე ჩარლზ III საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს – „ვამაყობ ჩვენს ერებს შორის ხანგრძლივი მეგობრობით, გადმოგცემთ საუკეთესო სურვილებს მომავალი წლისთვის“

საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.„მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ძალიან ვამაყობ ჩვენს ორ ერს შორის არსებული ხანგრძლივი მეგობრობით. მე და ჩემს მეუღლეს გვსურს, ქართველ ხალხს გულწრფელი და საუკეთესო სურვილები გადავცეთ მომავალი წლისთვის“, – აღნიშნულია მისალოც წერილში.

ისრაელის ელჩი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს – „საქართველო არის საამაყო ისტორიის, გამორჩეული ადამიანების ქვეყანა, გისურვებთ მშვიდობას, წარმატებას ნათელი მომავლის მშენებლობაში“

საქართველოში ისრაელის ელჩი ვალიდ აბუ ჰაია საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.ელჩის თქმით, მიუხედავად გეოგრაფიული დაშორებისა, ორი ერი დაკავშირებულია უძველესი ისტორიით, საერთო დემოკრატიული პრინციპებითა და მტკიცე მეგობრობით, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და თანამშრომლობაზეა დაფუძნებული.„ამ განსაკუთრებულ დღეს გულითადად ვულოცავ საქართველოს ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. 26 მაისი საქართველოს თავისუფლების ურყევი სულისკვეთების, გამძლეობისა და ეროვნული სიამაყის ნათელი სიმბოლოა – ღირებულებებისა, რომლებიც ღრმად ეხმიანება ისრაელის ხალხს. ჩვენი ორი ერი, მიუხედავად გეოგრაფიული დაშორებისა, დაკავშირებულია უძველესი ისტორიით, საერთო დემოკრატიული პრინციპებითა და მტკიცე მეგობრობით, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და თანამშრომლობაზეა დაფუძნებული.საქართველო არის საამაყო ისტორიის, ლამაზი ტრადიციებისა და გამორჩეული ადამიანების ქვეყანა, რომლის სითბო, კულტურა და სულისკვეთება მრავალი ხალხისთვის შთაგონების წყაროა. გისურვებთ მშვიდობას, კეთილდღეობას და წარმატებას ნათელი მომავლის მშენებლობაში“, – აღნიშნულია მილოცვაში.

ჩინეთის პრემიერი ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს – „გამოვთქვამ მზადყოფნას, ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ“

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერი ლი ციანი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.მილოცვაში ხაზგასმულია ბოლო წლების განმავლობაში ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების დადებითი დინამიკა.„გულითადად გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს პირადად თქვენ და საქართველოს მთავრობას. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა კარგად ვითარდება, ხოლო „სარტყელისა და გზის“ ინიციატივის ფარგლებში ორმხრივმა თანამშრომლობამ ნაყოფიერი შედეგები გამოიღო. გამოვთქვამ მზადყოფნას, ერთობლივი ძალისხმევით გავაღრმაოთ ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა და ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები ხარისხობრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ. ჯანმრთელობას და ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ. საქართველოს ვუსურვებ კეთილდღეობას, ხოლო ქართველ ხალხს – ბედნიერებას“, – აღნიშნულია ლი ციანის მილოცვაში.

ნიკოლ ფაშინიანი ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს – „საქართველოსთან ძმური ურთიერთობების განმტკიცება ჩვენი მთავრობის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიზანია“

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.როგორც მილოცვაშია აღნიშნული, საქართველოსთან ძმური ურთიერთობების შემდგომი განმტკიცება სომხეთის მთავრობის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიზანია.„სომხეთის რესპუბლიკის მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით, მსურს, გულწრფელად მოგილოცოთ საქართველოს ეროვნული დღესასწაული, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღე. საქართველოსთან ძმური ურთიერთობების შემდგომი განმტკიცება ჩვენი მთავრობის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომელსაც უკვე პრაქტიკული და ინსტიტუციონალიზებული სტრატეგიული პარტნიორობის ხასიათი აქვს. განსაკუთრებული კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, თქვენი ხელმძღვანელობით, საქართველოს დელეგაციის მონაწილეობა ერევანში გამართულ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტში. ჩვენ ასევე ძალიან ვაფასებთ საქართველოს მთავრობისა და პირადად თქვენს ძალისხმევას რეგიონული თანამშრომლობის მიმართულებით. კიდევ ერთხელ გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს და გისურვებთ ნაყოფიერ საქმიანობას, ხოლო თქვენს ქვეყანას – მშვიდობას და კეთილდღეობას“, – აღნიშნულია ნიკოლ ფაშინიანის მისალოც წერილში.

ბოლო სიახლეები