ირაკლი კობახიძე: „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ და „ნაციონალური მოძრაობა“ არის აბსოლუტურად ერთი და იგივე, ორივე არის უცხოელი აგენტი და ემსახურება არა საკუთარ ქვეყანას, არამედ უცხოელ ძალებს

Read Time:31 Second

თუკი სასამართლოს სტიგმატიზაციის კამპანიას, კლანი და ა.შ., არ უერთდება ადამიანი, ასეთი კანდიდატი აბსოლუტურად მიუღებელია რადიკალური ოპოზიციისთვის, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„სინამდვილეში ასეთი კამპანიები, სტიგმატიზაციის მცდელობები, კლანზე საუბარი და ა.შ. არის მთლიანად მართული რადიკალური ოპოზიციის მიერ. მათ აწყობთ მხოლოდ ისეთი კანდიდატები, რომლებიც ჩაბმული იქნებიან ამ ანტისახელმწიფოებრივ კამპანიაში. ვინც არ ერთვება ამ კამპანიაში, ასეთი ადამიანები არიან მათთვის მიუღებლები. ჩვენთვის ეს დამოკიდებულება მიუღებელია. ჩვენ მხარს ვუჭერთ დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ პროფესიონალებს, რომლებიც უნდა იყვნენ წარმოდგენილები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ და „ნაციონალური მოძრაობა“ არის აბსოლუტურად ერთი და იგივე, ორივე არის უცხოელი აგენტი და ემსახურება არა საკუთარ ქვეყანას, არამედ უცხოელ ძალებს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: გიორგი ვაშაძე არასერიოზული კაცია, როგორც ჩანს, თავისი რუსი მდგმურისგან აქვს ეს ინფორმაცია
Next post მამუკა მდინარაძე: ძალადობის „გაპრავებაზე“ რომ არიან გადასულები, ისიც მოიკითხონ, დაწვებსა და ძალადობებს ევროპაში რა შედეგები მოჰყვება ხოლმე და ხომ არ არის ჩვენი კანონმდებლობა და მიდგომები უფრო ჰუმანური