ირაკლი კობახიძე: გიორგი ვაშაძე არასერიოზული კაცია, როგორც ჩანს, თავისი რუსი მდგმურისგან აქვს ეს ინფორმაცია

Read Time:55 Second

გიორგი ვაშაძე არასერიოზული კაცია, როგორც ჩანს, თავისი რუსი მდგმურისგან აქვს ეს ინფორმაცია…ეს ხუმრობით. სერიოზულად კი ვისაც უნდა რეალურად საქართველოში მეორე ფრონტი ეს ძალიან კარგად ჩანს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის  განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან აღნიშნა, რომ „არაა გამორიცხული, „ქართული ოცნება“ რუსეთთან ერთად პროვოკაციას და ხელოვნურ ესკალაციას გეგმავდეს საქართველოს საგარეო ვექტორის შესაცვლელად“.

მისი თქმით, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა მათ შორის იმ ადამიანების ინტერესშია, ვინც საქართველოს მოუწოდებს, რომ რუსეთს სანქციები დაუწესოს.

„გიორგი ვაშაძე არასერიოზული კაცია, როგორც ჩანს, თავისი რუსი მდგმურისგან აქვს ეს ინფორმაცია….ეს ხუმრობით. სერიოზულად კი, ვისაც უნდა რეალურად საქართველოში მეორე ფრონტი ეს ძალიან კარგად ჩანს. მგონი, საზოგადოებისთვის ეს ყველაფერი ნათელია, საქართველოში მეორე ფრონტი უნდა მას, ვინც ითხოვდა სანქციების დაწესებას რუსებისთვის, მოხალისეების გაგზავნას თვითმფრინავით და ბევრ სხვა ქმედებას ახორციელებდა, ასევე ვინც მეგობრობს იმ უკრაინელ მაღალჩინოსნებთან, რომლებიც პირდაპირ მოგვიწოდებდნენ მეორე ფრონტის გახსნისკენ, სწორედ ეს ადამიანები არიან დაინტერესებულები, რომ საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნას, დანარჩენი არასერიოზული განცხადებებია“,- აღნიშნა კობახიძემ.

ცნობისთვის: “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა გიორგიუ ვაშაძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “პოლიტიკურ სივრცეში” განაცხადა, რომ არაა გამორიცხული, „ქართული ოცნება“ რუსეთთან ერთად პროვოკაციას და ხელოვნურ ესკალაციას გეგმავდეს საქართველოს საგარეო ვექტორის შესაცვლელად.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: ევროპას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მსგავსი გამოწვევა არც უნახავს და ამიტომ ეს ომი ყველას გვეხება, მაგრამ აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველოს ომი 2008 წელს ჰქონდა
Next post ირაკლი კობახიძე: „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ და „ნაციონალური მოძრაობა“ არის აბსოლუტურად ერთი და იგივე, ორივე არის უცხოელი აგენტი და ემსახურება არა საკუთარ ქვეყანას, არამედ უცხოელ ძალებს