მამუკა მდინარაძე – საქართველოს ვინც აბრალებს, რომ ეხმარება რუსეთს სანქციებისთვის თავის არიდებაში, ის არის საქართველოს მტერი, ამაზე დიდი ღალატი ვერ წარმომიდგენია

Read Time:57 Second

საქართველოს ვინც აბრალებს, რომ ეხმარება რუსეთს სანქციებისთვის თავის არიდებაში, ის არის საქართველოს მტერი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძეს კითხვა დაუსვეს, რომლის თანახმადაც: „„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ხედვაში საუბარია იმის შესახებ, რომ საქართველოს კონკრეტული ურთიერთობები აქვს რუსეთთან. ამავე ხედვაში საუბარია, რომ საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთთან კოორდინირებული მუშაობით ეხმარება რუსეთს, რათა გვერდი აუაროს სანქციებს“.

„პირდაპირ დავარქვათ თავისი სახელი. საქართველოს ვინც აბრალებს, რომ რუსეთს ეხმარება სანქციების თავის არიდებაში, ის მტრობს საქართველოს. რომელი ორგანიზაციაც არ უნდა იყოს, ვინც არ უნდა იყოს, ის მტრობს საქართველოს, ეს უნდა შევიგნოთ. შესაბამისად, რომან გოცირიძე გამოვა პარლამენტის სხდომაზე თუ ერთობლივ განცხადებას გაავრცელებენ ენჯეოსექტორის წარმომადგენლები, საქართველოს ამას ვინც დააბრალებს, რეალობის საწინააღმდეგოს იტყვის და მოიტყუება, ყველა მტრობს საქართველოს. ხვალაც და ზეგაც იქნება ასეთი მტრობა. ვინც არ უნდა თქვას, ტელევიზია იქნება ეს, ჟურნალისტი, პარლამენტარი, პოლიტიკოსი, ენჯეოსექტორის წარმომადგენელი, ის მტრობს საქართველოს.

როგორ შეიძლება, საკუთარ სამშობლოს აბრალებდე ოკუპანტი ქვეყნის სასარგებლო მოქმედებას, როდესაც რეალობასთან აბსოლუტურად შორს არის? სანქციების ჯგუფი ჩამოვიდა ქვეყანაში და ერთი შემთხვევაც კი არ დაფიქსირებულა, რომ საქართველო რუსეთს მიხმარებოდა სანქციებისთვის თავის არიდებაში. შენი ქვეყნის წარმომადგენელი როცა ამბობს, რომ საქართველო ეხმარება რუსეთს ამ მიმართულებით, ის მტრობს საქართველოს. ამას თავის სახელი უნდა დავარქვათ. ამაზე დიდი ღალატი მართლა ვერ წარმომიდგენია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე – ოპოზიციის წარმომადგენლები რეზოლუციის საკითხზე ახლა ძალიან აიჭრნენ და კიდევ ერთხელ გაიშიფრნენ, საქართველოს ევროინტეგრაციას ოფიციალურ დოკუმენტში მხარი არ დაუჭირეს
Next post საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მზის ელექტროსადგური და თერმული სისტემების ლაბორატორია გაიხსნა