მამუკა მდინარაძე – ოპოზიციის წარმომადგენლები რეზოლუციის საკითხზე ახლა ძალიან აიჭრნენ და კიდევ ერთხელ გაიშიფრნენ, საქართველოს ევროინტეგრაციას ოფიციალურ დოკუმენტში მხარი არ დაუჭირეს

Read Time:1 Minute, 28 Second

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ტყუილია ოპოზიციის განცხადებები, თითქოს „ქართულმა ოცნებამ“ ისინი არ ჩააყენა საქმის კურსში, რა რეზოლუციას ამზადებდნენ „ევრონესტის“ ასამბლეაზე ინიცირებისთვის.

მდინარაძის თქმით, რეზოლუციის ტექსტი შესაბამისი წესით იყო დარიგებული და მისი ნახვა ნებისმიერ მათგანს შეეძლო.

„მარტივად იშიფრება ეს ტყუილი, რადგან დარეგისტრირებული იყო. იყო თხოვნები ჩვენი მხრიდან, თუმცა მაკა ბოჭორიშვილს საერთოდ რომ სიტყვა არ ეთქვა, მტკიცებულება არსებობს, დარიგებული იყო შესაბამისი წესით, როგორც იგზავნება ხოლმე. ნებისმიერ მათგანს შეეძლო ნახვა და ნახავდნენ. ამის გარეშე შეუძლებელი იყო. ამიტომ მარტივი ტყუილია. ისინი ახლა ძალიან აიჭრნენ ამ საკითხთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ გაიშიფრნენ. როდესაც შეიძლებოდა, ერთობა დაფიქსირებულიყო, საქართველოს ევროინტეგრაციას ოფიციალურ დოკუმენტში მხარი არ დაუჭირეს. ამ შემთხვევაში დოკუმენტალურადაც კი დადასტურდა, რომ მათ მხარი არ დაუჭირეს დოკუმენტს, სადაც საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის მხარდაჭერაზე და კიდევ ერთ მკაფიო განაცხადზე იყო საუბარი. არ ვიცი, მილიონი ეჭვი შეიძლება გამოითქვას, მაგალითად ის, რომ საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ერთად ყოფნა არ უნდოდათ რაღაც დოკუმენტში და თავისი ქვეყნის წინააღმდეგ მიდიოდნენ. ათასგვარი ვერსია შეიძლება არსებობდეს. მტკიცებულება და ფაქტობრივი გარემოებები მიუთითებენ, რომ მხარი არ დაუჭირეს, ისინი არ გახდნენ ინიციატორები იმ ევრორეზოლუციის, სადაც საქართველოს ევროპულ გზაზე იყო საუბარი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძის განმარტებით, ქართული ოპოზიციისგან თანხმობა მიღებული არ ჰქონდათ, თუმცა ბოლო მომენტამდე იცოდნენ, რომ უკრაინის წარმომადგენლები ხელს აწერდნენ რეზოლუციას.

„უარი არ მიგვიღია, ამაშია საქმე. ბოლო წუთამდე გვპირდებოდნენ და რომ დადგა შესაბამისი დრო, როცა ამოიწურა ვადა, აღმოჩნდა, რომ ისინი არ აწერენ ხელს. მარტივი ამბავია. არც ყოფილა სხვა დეპუტატებთან კომუნიკაცია იქიდან გამომდინარე, რომ არ იყო ამის საჭიროება. უკრაინელები ხელს აწერდნენ და საერთოდ რომ არ მოეწერა ქართულ ოპოზიციას ხელი, მათი მხრიდან ნამდვილად არ იყო წინასწარი თანხმობა. ბოლო წუთამდე უკრაინელებისგან იყო თანხმობა. ბოლო წუთს, როდესაც უკვე ამოიწურა დაინიცირების შესაბამისი ვადა, აღმოჩნდა, რომ უკრაინელები მხარს არ უჭერდნენ. ჩამოვა მაკა ბოჭორიშვილი და დეტალურად, მტკიცებულებების დონეზე, შეიძლება მესიჯების დონეზეც კი გამჟღავნდეს ეს ყველაფერი. ოპოზიცისგან არ იყო თანხმობა. ოპოზიცია ფიქრობდა, მაგრამ უკრაინელებისგან იყო თანხმობა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი მედიის წარმომადგენლებს ქართული ჟურნალისტიკის დღეს ულოცავს
Next post მამუკა მდინარაძე – საქართველოს ვინც აბრალებს, რომ ეხმარება რუსეთს სანქციებისთვის თავის არიდებაში, ის არის საქართველოს მტერი, ამაზე დიდი ღალატი ვერ წარმომიდგენია