მამუკა მდინარაძე: საერთო სასამართლოების შესახებ კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნა, საბოლოო ჯამში, პოზიტიური იყო

Read Time:57 Second

 

„საერთო სასამართლოების შესახებ კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, საერთო ჯამში, ვენეციის კომისიის დასკვნა იყო პოზიტიური“, – განაცხადა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარესთან, გიორგი ვაშაძესთან დებატებისას. მისი თქმით, ასეთივე პოზიტიური დასკვნები არა მხოლოდ ვენეციის კომისიისგან, არამედ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსგან, ევროკავშირის წარმომადგენლობიდან მიიღო პარლამენტმა მართლმსაჯულების რეფორმის ოთხივე ტალღასთან მიმართებაში.
„ჩვენ 2013 წლიდან მოყოლებული ამ ეტაპობრივ ცვლილებებს და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობის განმტკიცებას ვახდენთ: სასამართლოებში კამერები და ფოტოგადაღება იქნა დაშვებული, ინსტიტუციური დამოუკიდებლობის ხარისხი იქნა ამაღლებული, უვადო გახდა მოსამართლეების დანიშვნა და ა. შ. რაც შეეხება ბოლო ტალღას და ბოლო რაუნდს, კანონმდებლობაში წერია, რომ არჩევნებამდე 1 თვით ადრე პარლამენტის სხდომები არ ინიშნება, აქედან გამომდინარე, ან შემდეგ პარლამენტს უნდა განეხილა ეს საკითხი, ან უნდა მიგვეღო. ბოლო სხდომა იყო. ჩვენ პირადი კომუნიკაციები გვქონდა და ვენეციის კომისიის წევრებმაც იცოდნენ, რომ ეს იყო ბოლო სხდომა, როცა შეგვეძლო მიგვეღო ეს კანონი და ასეც მოვიქეცით. ძალიან კარგია, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა პოზიტიურია. მასში იყო რამდენიმე გამოწვევაზე საუბარი, რაზეც ჩვენ, რა თქმა უნდა , ვაგრძელებთ მუშაობას. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ყველაფერი იდეალურად არის. უამრავი გამოწვევა რჩება. როცა ვამბობთ, რომ 2024 წელს უნდა გავაკეთოთ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე, სასამართლო რეფორმის გაგრძლება არის ძალიან მნიშვნელოვანი“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი-მამა კირიონი გავიცანი 2014-2013 წლის ბოლოს. ეს ადამიანი არის ჩემს თვალში გმირი, ნამდვილი პატრიოტი, რომელსაც სტკივა ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ტერიტორიების ბედი განსხვავებით მოღალატე პოლიტიკოსებისგან
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: 1:200 000-იანი რუკა საქართველოში ვერ მოვიძიეთ და ძალიან საეჭვოა რატომ გაქრა ეს რუკები, როდესაც საკმაოდ დიდი რაოდენობით იყო დაბეჭდილი