ირაკლი ღარიბაშვილი: 1:200 000-იანი რუკა საქართველოში ვერ მოვიძიეთ და ძალიან საეჭვოა რატომ გაქრა ეს რუკები, როდესაც საკმაოდ დიდი რაოდენობით იყო დაბეჭდილი

Read Time:1 Minute, 27 Second

1:200 000-იანი რუკა საქართველოში ვერ მოვიძიეთ, ამიტომ მე მაშინ დავავალე ჩემს სამსახურებს, რომ დაეწყოთ ამ რუკის მოძიება, არქივებში არსად იყო. ძალიან საეჭვოა რატომ გაქრა ეს რუკები, როდესაც ის საკმაოდ დიდი რაოდენობით იყო დაბეჭდილი, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „იმედის“ გადაცემა „ნამდვილ რიცხვებში“ დავით გარეჯის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მან თავის რამდენიმე კოლეგას დაავალა რუკების ასლი მოეპოვებინათ.

„მე გავაგზავნე მინდია ჯანელიძე და ერთ-ერთი უცხო ქვეყნიდან ჩამოიტანა 1:200 000-იანი რუკის ასლი, ეს რუკა გადასცეს უსაფრთხოების საბჭოს თანამშრომლებმა ბატონ ნოდარ ხორბალაძეს, რომელიც მაშინ იყო თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი და ამის შემდეგ ეს რუკა წარადგინეს სახელმწიფო კომისიაში, რომელიც მუშაობს დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხებზე.

ამან გამოიწვია ძალიან დიდ გაკვირვება, თუ საიდან გაჩნდა ეს რუკა. პირველი მარტივი კითხვა, რაც ჩვენ დავუსვით: თქვენ გიწერიათ შეთანხმებაში, რომ საქართველომ და აზერბაიჯანმა მოილაპარაკეს, რომ ვიყენებთ 1938 წლის რუკას, რატომ არ სარგებლობდით ამ რუკის მიხედვით, რატომ შეათანხმეთ სახელმწიფო საზღვრები 70-80 წლებში გამოშვებული რუკებით? ეს იყო ლოგიკური კითხვა. პასუხი, რა თქმა უნდა, ბუნდოვანი იყო. ეს კონსტრუქციული საუბარი გადაიზარდა ძალიან არაკონსტრუქციულ და დესტრუქციულ ფორმატში. მე მაშინვე დავავალე სამსახურებს, რომ დაეწყოთ მოკვლევა აღნიშნულთან დაკავშირებით. მთავარი არგუმენტი რაც მათ თქვეს, რომ ეს არის სამუშაო რუკა, ეს არ არის არქივიდან ამოღებული ორიგინალთან დამოწმებული რუკა და ამას როგორ გამოვიყენებთ აზერბაიჯანთან. ეს პროცესი გრძელდება რამდენიმე თვე, სამუშაო რუკა აქვთ და მე დავტოვე პოსტი. მთელი ეს ინფორმაცია გადაეცა შემდგომ ვინც იყვნენ პრემიერ-მინისტრები“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.

7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 8 ოქტომბერს შეეფარდათ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე: საერთო სასამართლოების შესახებ კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნა, საბოლოო ჯამში, პოზიტიური იყო
Next post მიხეილ ხიდურელი: ეს უპრეცედენტო წარმატება აუცილებლად დადებითად აისახება საქართველოს ეკონომიკურ წინსვლაზე