მიხეილ ხიდურელი: ეს უპრეცედენტო წარმატება აუცილებლად დადებითად აისახება საქართველოს ეკონომიკურ წინსვლაზე

Read Time:50 Second

WTPO 2020-ზე მოპოვებული გამარჯვება ჩვენი ექსპორტის გუნდის ეფექტური შრომის შედეგია. აღნიშნულ საერთაშორისო ცერემონიას ყოველთვის აკვირდებიან საერთაშორისო ექსპერტები და ლიდერები როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორებიდან. შესაბამისად, სააგენტოს ეს უპრეცედენტო წარმატება აუცილებლად დადებითად აისახება საქართველოს ეკონომიკურ წინსვლაზე – ამის შესახებ სააგენტოს „აწარმოე საქართველოშის“ ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა განაცხადა.

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ World Trade Promotions (WTPO) Awards 2020-ზე საუკეთესო ექსპორტის მხარდამჭერ სააგენტოდ დასახელდა. 14 ოქტომბერს გამართულ ცერემონიაზე, საქართველოსთან ერთად ჯილდოები შვედეთსა და კოსტა რიკასაც გადაეცათ.

წლევანდელი ცერემონიის მთავარი ფოკუსი იყო ექსპორტის განვითარების კუთხით შემუშავებულ ინიციატივებზე. „აწარმოე საქართველოში“ კი ერთ-ერთი იყო 18 ფინალისტ სააგენტოს შორის ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა ავსტრია, ჰოლანდია, ლიეტუვა, პორტუგალია და შვედეთი.

“WTPO -ს ჯილდო და საუკეთესოს სტატუსი სააგენტოსთვის ერთდოულად ძალიან საამაყო და საპასუხისმგებლოა. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და სასიხარულოა აღიარება, როცა ახალგაზდრა ორგანიზაცია ხარ და კონკურენციაში შედიხარ ისეთი ქვეყნების სააგენტოებთან, როგორიცაა პორტუგალია, ჩინეთი, ბრაზილია და.ა.შ. გვჯერა, რომ ეს წარმატება სხვა არაერთი წარმატების დასაბამი იქნება, რაც საბოლოო ჯამში ეფექტურ ზეგავლენას იქონიებს ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის ზრდაზე, ექსპორტის სტიმულირებასა და საერთაშორისო გაყიდვებზე, “ – განაცხადა სააგენტოს აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნიკა მამუკელაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: 1:200 000-იანი რუკა საქართველოში ვერ მოვიძიეთ და ძალიან საეჭვოა რატომ გაქრა ეს რუკები, როდესაც საკმაოდ დიდი რაოდენობით იყო დაბეჭდილი
Next post მამუკა მდინარაძე: სავალუტო ფონდი ევროპაში ყველაზე მაღალ ზრდას პროგნოზირებს საქართველოსთვის