ირაკლი ღარიბაშვილი-მამა კირიონი გავიცანი 2014-2013 წლის ბოლოს. ეს ადამიანი არის ჩემს თვალში გმირი, ნამდვილი პატრიოტი, რომელსაც სტკივა ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ტერიტორიების ბედი განსხვავებით მოღალატე პოლიტიკოსებისგან

Read Time:1 Minute, 2 Second

“მამა კირიონი გავიცანი 2014-2013 წლის ბოლოს. ეს ადამიანი არის ჩემს თვალში გმირი, ნამდვილი პატრიოტი, რომელსაც სტკივა ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ტერიტორიების ბედი და ა.შ. განსხვავებით მოღალატე პოლიტიკოსებისგან.მამა კირიონი მოდის ჩემთან და მიყვება, რომ ძალიან მძიმე სიტუაცია შეიქმნა დავითგარეჯში, მოგეხსენებათ, მამა კირიონი იქ უკვე, დაახლოებით, 25 წელია მოღვაწეობს. ის მიყვება ისტორიას, რომ 2007 წლამდე ქართველი მესაზღვრეები იდგნენ დავით გარეჯის ქედზე. მინდა, მოსახლეობას ავუხსნათ, 2007 წლამდე ჩვენი მესაზღვრეები იდგნენ იქ, ქედზე და უცებ ჩვენს მესაზღვრეებს ეუბნებიან, რომ უნდა ჩავიდნენ ქვევით, რადგან აქ, ახლა უნდა დადგნენ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები. ბუნებრივია, მაშინ გამოიწვია ვნებათაღელვა, გაუგებრობა, რა თქმა უნდა, ვერავითარ სამართალს ვერ მიაღწიეს.

ამან გამოიწვია ძალიან დიდი მღელვარება, ჩემი ინფორმაციით, ეკლესიაშიც, საზოგადოებაშიც, მაგრამ მოგეხსენებათ, მაშინ როგორი მწირი იყო ინფორმაციის გავრცელების საშუალება, შეზღუდული იყო, პრაქტიკულად არცერთი ტელევიზია არ ფუნქციონირებდა, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე პატარა ტელევიზიას, მოსახლეობას ინფორმაცია არ ჰქონდა. მამა კირიონი ამბობს, რომ ეს გაუგებარი, მტრული დამოკიდებულება გაგრძელდა 2012 წლამდე, სანამ არ შეიცვალა ხელისუფლება. მთხოვს, იქნებ, ამ საკითხში ერთხელ და სამუდამოდ გავერკვიოთ.

რეალურად, ეს ჩვენი ვალდებულება იყო. მაშინ ვიყავი პრემიერ-მინისტრი და ბუნებრივია, ეს იყო ჩემი პირდაპირი ვალდებულება. გარდა იმისა, რომ მე, როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქესა და პატრიოტს, მაქვს განცდა და ემოცია დავით გარეჯის მიმართ. ეს არის ჩვენი ეროვნული იდენტობა, ქრისტიანობის განუყოფელი ნაწილი და ჩვენთვის არის სული და გული.” – ირაკლი ღარიბაშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე: თანმიმდევრული და სწორი საგარეო პოლიტიკის შედეგად 2024 წელს ჩვენ განაცხადს შევიტანთ ევროკავშირის წევრობაზე
Next post მამუკა მდინარაძე: საერთო სასამართლოების შესახებ კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნა, საბოლოო ჯამში, პოზიტიური იყო