მამუკა მდინარაძე ჟურნალისტს: არანაირი ტრავმა სააკაშვილს არ მიუღია. არანაირი წამება, როგორც თქვენ იტყოდით, მას არ ჰქონია, ოროთახიან ლუქსშია მოთავსებული

Read Time:27 Second

თუ შეიძლება, დამისახელეთ დადასტურებული დიაგნოზი, რომელიც ქართული კანონმდებლობის მიხედვით იყოს სააკაშვილის გათავისუფლების საფუძველი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში „მთავარი არხის“ ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად განაცხადა.

მან კომენტარი პატიმარ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გააკეთა.

„პოსტ-ტრავმული აშლილობა – ზოგადად, აშლილობა ამ ადამიანს ყოველთვის ჰქონდა. ახლა ტრავმა რამ გამოიწვია, აქ არის ფეიკი. არანაირი ტრავმა მას არ მიუღია. არანაირი წამება, როგორც თქვენ იტყოდით, მას არ ჰქონია, ოროთახიან ლუქსშია მოთავსებული და თქვენი ამხელა მონოლოგის მიუხედავად, ვერ მისახელებთ იმ დიაგნოზს, რომელი დიაგნოზითაც, ქართული კანონმდებლობის მიხედვით, შეიძლება იყოს ამ ადამიანის გათავისუფლების საფუძველი“, – განაცხადა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ილია სულამანიძე იერუსალიმის მასტერსზე ოქროს მედლისთვის იჭიდავებს
Next post ნიკა მელია – როცა დავრწმუნდებით, რომ ხელისუფლება განზრახ წელავს სააკაშვილის სასამართლო პროცესს, ყველა მხარე კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მივიღებთ