ილია სულამანიძე იერუსალიმის მასტერსზე ოქროს მედლისთვის იჭიდავებს

Read Time:58 Second

იერუსალიმის მასტერსზე დღეს 90-100 და +100 კგ წონით კატეგორიის ძიუდოისტები ასპარეზობენ.

100 კგ წონით კატეგორიაში ილია სულამანიძემ ვაზარით სძლია უნგრელ ჟომბორ ვეგს, აზერბაიჯანელ ელმარ გასიმოვს და ისრაელელ პიტერ პალჩიკს და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ჯაფარ კოსტოევი (არაბთა გაერთიანებული სამიროები) ვაზარით დაამარცხა და ფინალში გავიდა.

ილია სულამანიძე ოქროს მედლისთვის იჭიდავებს ნიდერლანდელ სიმეონ კატარინასთან.

ამავე წონაში გიორგი ბერიაშვილმა იპონით დამარცხდა იტალიელ ჟენარო პირელთან, ვარლამ ლიპარტელიანმა კი ჯერ ბრაზილიელი ბუზარაგინი დაამარცხა იპონით, შემდეგ კი ვაზარით დამარცხდა კანადელ კაილ რეიესთან შეხვედრაში.

90 კგ წონით კატეგორიაში ლუკა მაისურაძემ თურქი მიჰაელ ჟგანკი იპონით დაამარცხა, სერბ ნემანია მაიდოვს სამი შიდო მიაღებინა, ისრაელელ გაი გურევიჩს ორი ვაზარი აუღო და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ბექა ღვინიაშვილის მძლეველ ფრანგ ალესის მატიესთან ვაზარით დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს უზბეკ დავლატ ბობონოვთან.

ბერძენი თეოდოროს ცელიდისთან და ნიდერლანდელი  იესპერ სმინკთან იპონებით გამარჯვების შემდეგ ფრანგთან შეხვედრაში დამარცხებული ბექა ღვინიაშვილი რეპეშაჟში გადავიდა, სადაც  ნახევარფინალური შეხვედრა ისრაელელ გაი გურევიჩს იპონით მოუგო და ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს ბრაზილიელ რაფაელ მაცედოსთან.

+78 კგ წონით კატეგორიაში სოფიო სომხიშვილს პირველ წრეში მეტოქე არ გამოუცხადდა, მეორეში კი მან პორტუგალიელ როშელ ნუნიესს სძლია იპონით. პულის ფინალში სოფიო სომხიშვილი შიდოებით დამარცხდა ფრანგ რომანა დიკოსთან და რეპეშაჟში გადავიდა, სადაც ნახევარფინალში ფრანგ ლეა ფონტენთან დამარცხდა და საბოლოოდ მეხუთე ადგილზე გავიდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: სანდუს მოლდოვის მეექვსე პრეზიდენტი ჰყავს პატიმრობაში, თავის პატიმარ პრეზიდენტს მიხედოს
Next post მამუკა მდინარაძე ჟურნალისტს: არანაირი ტრავმა სააკაშვილს არ მიუღია. არანაირი წამება, როგორც თქვენ იტყოდით, მას არ ჰქონია, ოროთახიან ლუქსშია მოთავსებული