ნიკა მელია – როცა დავრწმუნდებით, რომ ხელისუფლება განზრახ წელავს სააკაშვილის სასამართლო პროცესს, ყველა მხარე კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მივიღებთ

Read Time:1 Minute, 24 Second

გონივრულ ვადაში ხელისუფლებას აქვს შესაძლებლობა, დაასრულოს საქმის განხილვა. დრო არ ითმენს, ის არ არის ჩვეულებრივი პატიმარი, – ამის შესახებ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით სააკაშვილის სასამართლო პროცესზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, როდესაც დარწმუნდებიან, რომ ხელისუფლება განზრახ წელავს პროცესს, ყველა მხარე, მათ შორის სააკაშვილის დაცვის მხარე, ოჯახი, ოპოზიციური პარტია კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებენ.

ნიკა მელიას განცხადებით, ლოგიკურიად შესაძლებელია, რომ საქმის განხილვა წლის ბოლომდე დასრულდეს.

„სააკაშვილის სიცოცხლით და სიკვდილით თამაში სახელმწიფოს მომავლის ბედდთან თამაშია. სამწუხაროდ, სახელმწიფოებრიობის უბედობა განისაზღვრა 90-იან წლებში, როდესაც პრეზიდენტი გამსახურდია მოკლეს. ყველანი დავზიანდით და სახელმწიფომ მიიღო ძალიან მძიმე დარტყმა. ამიტომ ჯანსაღად მოაზროვნე საზოგადოება, რომელიც აბსოლუტურ უმრავლესობას შეადგენს, მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და ჩვენს შვილებს, მომავალ თაობას კიდევ უფრო ჩამორჩენილ სახელმწიფოს არ დაუტოვებს. სააკაშვილის მკვლელობა ნიშნავს ამ სახელმწიფოს დეგრადაციას მომდევნო სულ მცირე ათი წლის განმავლობაში. როდესაც ჩვენ დავრწმუნდებით, რომ ხელისუფლება განზრახ წელავს პროცესს, ეს იქნება კრიტუკულზე კრიტიკული ნიშნული და უკვე ყველა მხარე, იქნება ეს დაცვის მხარე, ოჯახი, ოპოზიციური პარტია და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფი, კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მივიღებთ. გონივრულ ვადაში ხელისუფლებას აქვს შესაძლებლობა, დაასრულოს საქმის განხილვა. დრო არ ითმენს, ის არ არის ჩვეულებრივი პატიმარი, რომელიც შესაძლებელია, თვეების განმავლობაში დაელოდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. მისი მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება, რაც დღეს მთელმა მსოფლიო საზოგადოებამ იხილა. ლოგიკურად შესაძლებელია, წლის ბოლომდე დაასრულონ საქმის განხილვა“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ამასთან, ნიკა მელია იმედოვნებს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს სააკაშვილთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებში თავისი როლი გაცნობიერებული აქვს.

„ძალიან მიშვნელოვანია ზურაბიშვილის პოზიცია. მან დღევანდელ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. მისი პოზიცია შემთხვევითი არ არის. მინდა, მჯეროდეს, მას გაცნობიერებული აქვს თავისი როლი ამ პროცესში, მაშინ, როდესაც მსოფლიო თავისუფლებისთვის მებრძოლმა მთავარმა სიმბოლომ, პრეზიდენტმა ზელენსკიმ თხოვნით მიმართა ხელისუფლებას, სააკაშვილი გადასცეს უკრაინას, აშშ-ს, ან სხვადასხვა ევროპულ სახელმწიფოს. ბუნებრივია, ამ ყველაფრის ფონზე და ამ ყველაფრის შემდეგ, ზურაბიშვილის სიტყვა, პოზიცია მეტ მნიშვნელობას იძენს“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე ჟურნალისტს: არანაირი ტრავმა სააკაშვილს არ მიუღია. არანაირი წამება, როგორც თქვენ იტყოდით, მას არ ჰქონია, ოროთახიან ლუქსშია მოთავსებული
Next post სოზარ სუბარი: ქალბატონო სანდუ, იქნებ ჯერ იმ ქვეყნის პატიმრებზე გეზრუნათ, ვის პრეზიდენტადაც აგირჩიეს?