მამუკა მდინარაძე: პრემიერის არცერთი შეხვედრა, რომელიც იყო დაგეგმილი და შეთანხმებული, არ ჩაშლილა და არც ჩაიშლება

Read Time:27 Second

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს პრემიერ-მინისტრის მიერ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში დაგეგმილი ვიზიტები გაუქმდა, სიცრუეა, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„პირდაპირ გეტყვით, ყოველგვარი მორიდების გარეშე, რომ ეს ინფორმაცია არის ტყუილი. არცერთი შეხვედრა, რომელიც იყო დაგეგმილი და შეთანხმებული არ ჩაშლილა და არც ჩაიშლება, გარანტიას გაძლევთ.

დარწმუნებული ვარ, რადგან იყო რაღაც შეხვედრებზე საუბარი და მათთან დაკავშირებით შეთანხმება არ ყოფილა. ეს არის გამოგონილი ამბავი. სინამდვილეში შეთანხმება შეხვედრასთან დაკავშირებით რომ ყოფილიყო, შეხვედრაც იქნებოდა. თუ რომელიმე მედია ამბობს, რომ შეთანხმებულია შეხვედრა და ჩაიშალა, ეს არის ტყუილი. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე: როდესაც შენი ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია, ეს ძალიან მძიმეა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ ტერიტორიების დაბრუნება მოხდეს
Next post ამირან გამყრელიძე: გამოვალთ ინიციატივით, რომ დაწესებულებებს, სადაც თანამშრომელთა 70-80% ორჯერადად აცრილია, კორონავირუსისგან უსაფრთხო დაწესებულების სტატუსი მიენიჭოს