ამირან გამყრელიძე: გამოვალთ ინიციატივით, რომ დაწესებულებებს, სადაც თანამშრომელთა 70-80% ორჯერადად აცრილია, კორონავირუსისგან უსაფრთხო დაწესებულების სტატუსი მიენიჭოს

Read Time:24 Second

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საკოორდინაციო საბჭოზე კიდევ ერთხელ გამოვა ინიციატივით, რომ იმ დაწესებულებებს, სადაც თანამშრომელთა 70-80 პროცენტი სრულად ვაქცინირებულია, კორონავირუსისგან უსაფრთხო დაწესებულების სტატუსი მიენიჭოს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სურვილია, რომ საქართველოში მსგავსი წამახალისებელი ღონისძიებები გატარდეს.

„ძალიან გვინდა, რომ იყოს ასეთი წამახალისებლები. კარგი იქნება, კოვიდისგან უსაფრთხო დაწესებულება, სადაც იქ დასაქმებული ადამიანების 70-80% იქნება ორჯერადად აცრილი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ამ წინადადებას კიდევ ერთხელ დააყენებს“, – აღნიშნავს გამყრელიძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე: პრემიერის არცერთი შეხვედრა, რომელიც იყო დაგეგმილი და შეთანხმებული, არ ჩაშლილა და არც ჩაიშლება
Next post ეკატერინე ტიკარაძე: ჩვენ დღეს გვინდა გავხსნათ დიალოგის ფანჯარა სახელმწიფოსა და დეველოპერებს შორის