კახა კალაძე: როდესაც შენი ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია, ეს ძალიან მძიმეა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ ტერიტორიების დაბრუნება მოხდეს

Read Time:37 Second

როდესაც შენი ქვეყნის ტერიტორიებზე სხვა ქვეყნის ჯარები დგას და ოკუპირებულია, ეს ძალიან მძიმეა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ ტერიტორიების დაბრუნება მოხდეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ზოგადად, ურთიერთობების ნორმალიზება, ყველასთან ძალიან მნიშვნელოვანია.

„დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, როდესაც ჩვენი ტერიტორიების დიდი ნაწილი არის ოკუპირებული, ეს არის სერიოზული პრობლემა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის. თითოეული ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანი, ანალოგიურად აზროვნებს. როდესაც შენი ქვეყნის ტერიტორიებზე დგას სხვა ქვეყნის ჯარები, ოკუპირებულია, ეს არის ძალიან მძიმე. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ცხადია, ეს შეიძლება იყოს მოლაპარაკებით, შეიძლება სხვა ფორმით, რომ მოხდეს ამ ტერიტორიების დაბრუნება. მთავარია, ეს ყველაფერი გაკეთდეს ეკონომიკური სიძლიერით, განვითარებით, განათლების, გონიერებით და ა.შ. ფრენების აღდგენა თუ მოხდება, ეს მხოლოდ მისასალმებელია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძის საარჩევნო შტაბს გიორგი ამილახვარი უხელმძღვანელებს
Next post მამუკა მდინარაძე: პრემიერის არცერთი შეხვედრა, რომელიც იყო დაგეგმილი და შეთანხმებული, არ ჩაშლილა და არც ჩაიშლება