კახა კალაძის საარჩევნო შტაბს გიორგი ამილახვარი უხელმძღვანელებს

Read Time:1 Minute, 3 Second

ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის საარჩევნო შტაბს გიორგი ამილახვარი უხელმძღვანელებს

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის საარჩევნო შტაბს გიორგი ამილახვარი უხელმძღვანელებს. შტაბის ხელმძღვანელი დღეს პარტიის გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ წარადგინა.

როგორც მან აღნიშნა, გიორგი ამილახვარს განათლების სფეროში მუშაობის, ახალგაზრდებთან საქმიანი ურთიერთობის დიდი გამოცდილება აქვს და კარგი მენეჯერია.

„მინდა, წარმოგიდგინოთ ადამიანი, რომელიც სათავეში ჩაუდგება ჩემს საარჩევნო შტაბს და გახდება აქ მოსული თითოეული თბილისელის მეგობარი და გულშემატკივარი. ეს ადამიანი გახლავთ ჩვენი გუნდის ახალგაზრდა, ენერგიული და გამორჩეული წევრი გიორგი ამილახვარი, რომელსაც განათლების სფეროში მუშაობის, ახალგაზრდებთან საქმიანი ურთიერთობის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. გიორგი ამილახვარი კარგი მენეჯერია, აქტიური პროგრესული და ენერგიული ადამიანია, რომელთან ერთადაც, საარჩევნო კამპანიას ისე წავრმართავთ, რომ ჩვენი გამარჯვებით, არამხოლოდ ერთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა, არა მხოლოდ მე, როგორც ერთმა კანდიდატმა, არამედ თბილისმა და თბილისელებმა გაიმარჯვონ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერობის კანდიდატმა საარჩევნო შტაბს და თბილისს წარმატება უსურვა.

„წარმატება მინდა ვუსურვო ჩვენს საარჩევნო შტაბს, რაზეც დამოკიდებულია არა მხოლოდ ჩემი, როგორც კანდიდატის გამარჯვება, არამედ ამ ქალაქში მცხოვრები ძალიან ბევრი ადამიანის იმედები. რაც მთავარია, მინდა წარმატება ვუსურვო თბილისს – ქალაქს, რომელიც თავად ირჩევდა და ირჩევს წესებს; სადაც ქალაქელობა ნიშნავს – გიყვარდეს, გაუფრთხილდე და პატივი სცე; სადაც კარგად იციან გულწრფელობის და ერთგულების ფასი. მჯერა, კიდევ ბევრჯერ იტყვიან: მე ამ ქალაქში ვნახე ყველაფერი!“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერობის კანდიდატის თქმით, თბილისი კვლავ გაიმარჯვებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაზე: გამომდინარე იქიდან, რომ წითელი ხაზები არსებობს, ვერ იქნება საუბარი ვერანაირ დიპლომატიურ ურთიერთობებზე
Next post კახა კალაძე: როდესაც შენი ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია, ეს ძალიან მძიმეა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ ტერიტორიების დაბრუნება მოხდეს