ირაკლი კობახიძე რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაზე: გამომდინარე იქიდან, რომ წითელი ხაზები არსებობს, ვერ იქნება საუბარი ვერანაირ დიპლომატიურ ურთიერთობებზე

Read Time:51 Second

წითელი ხაზები არ გადაიკვეთება, დანარჩენზე ვნახოთ, რაზეა საუბარი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საჰაერო მიმოსვლის შესაძლო აღდგენის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, არსებობს წითელი ხაზები, რაც არის დაკავშირებული დეოკუპაციასა და ჩვენს დასავლურ ინტეგრაციასთან.

„ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიოდ განსაზღვრული პოლიტიკა ამ საკითხთან დაკავშირებით. არსებობს წითელი ხაზები, რაც არის დაკავშირებული დეოკუპაციასთან, რაც არის დაკავშირებული ჩვენს დასავლურ ინტეგრაციასთან. ამ წითელი ხაზების ფარგლებში, რა თქმა უნდა, ყველაფერზე შეიძლება, ზოგადად მსჯელობა. ეს ნიშნავს იმას, რომ წითელი ხაზები არ გადაიკვეთება, ვერ გადაიკვეთება, დანარჩენზე ვნახოთ, რაზეა საუბარი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის შესაძლებლობის შესახებ დასმულ კითხვას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საუბარი ვერ იქნება დიპლომატიურ ურთიერთობებზე.

„გამომდინარე იქიდან, რომ წითელი ხაზები არსებობს, ვერ იქნება საუბარი ვერანაირ დიპლომატიურ ურთიერთობებზე, მაგრამ რაც შეეხება სავაჭრო-ეკონომიკურ-ჰუმანიტარულ საკითხებს, ამასთან დაკავშირებით ყოველთვის იყო გარკვეული დისკუსია და ეს დისკუსია შეიძლება, გაგრძელდეს. ეს არის ეკონომიკური საკითხი, ასი ათასობით ადამიანი, ჩვენი მოქალაქე ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში და ბუნებრივია, მათთვის ეს არის საინტერესო საკითხი. თავის დროზე ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს შექმნოდათ პრობლემა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლიონელ მესიმ „ბარსელონა“ დატოვა
Next post კახა კალაძის საარჩევნო შტაბს გიორგი ამილახვარი უხელმძღვანელებს