მამუკა მდინარაძე – ოდირმა ოპოზიცია ძალიან მძიმედ დატუქსა

Read Time:1 Minute, 6 Second

ეუთო/ოდირმა ოპოზიცია ძალიან მძიმედ დატუქსა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ეუთო/ოდირის დასკვნის შესახებ ოპოზიციის შეფასებებს გამოეხმაურა.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, გუშინ პირველივე წუთებიდან ჩანდა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ეუთო/ოდირის დასკვნის შესახებ მოტყუებას აპირებდნენ.

„შემდეგ გაიშალნენ ეთერებში და ასეც მოიქცნენ, დაიწყეს სპეკულირება, თითქოს არსად წერია, რომ კანონპროექტი არაკონსტიტუციურია, რაც ბუნებრივია, არც ეწერება. ეუთო/ოდირმა პირველივე ნაწილში ოპოზიცია დატუქსა და უთხრა, რომ ეუთო/ოდირი არ არის ის ადგილი, სადაც განსჯიან კონსტიტუციურობის საქმეს. ეს არის შიდა ეროვნული – სასამართლოს ანუ საკონსტიტუციო სასამართლოს პრეროგატივა.

თუ ეუთო/ოდირი გეუბნება, რომ ისინი ვერ გაარჩევენ იმ თემას, რასაც ჰქვია კონსტიტუციურობის საკითხი, მაშინ ვერც იმას დაწერენ, რომ კონსტიტუციურია და ვერც იმას დაწერენ, რომ არაკონსტიტუციურია. ამაზე მოჭიდება და საზოგადოების ამით მოტყუება, რეალურად, ძალიან დიდი სირცხვილია. ეუთო/ოდირმა ოპოზიცია ძალიან მძიმედ დატუქსა. ძალიან სამწუხაროა, შეიძლება ეს ჩემი მხრიდან, როგორც სუბიექტური ადამიანის მხრიდან, „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ოპოზიციაზე რაღაც გამარჯვება იყოს, მაგრამ მეორე მხრივ, როდესაც ქვეყანაში გყავს ოპოზიცია, რომელიც ეუთო/ოდირის შეფასებით არის ძალიან არაკომპეტენტური, ეს არის ზოგადად, უხერხული“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, ოპოზიციამ ასევე უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო სახალხო დამცველი, როდესაც ეუთო/ოდირში გააგზავნინა კონსტიტუციურობის შესამოწმებლად მათ მიერ მომზადებული კანონპროექტი.

„ოდირმა ზოგადად იმსჯელა და თქვა, რომ ნებისმიერი მოდელი, მათ შორის, მაჟორიტარული, შერეული და პროპორციული არის ლეგიტიმური და სახელმწიფოს გადასაწყვეტია, რომელ მათგანს აირჩევს. ასევე, რა თქმა უნდა, მითითება იყო შიდაკონსენსუსთან დაკავშირებით, მითითება იყო გარკვეულ ხარვეზებზე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი ვაშაძე ეუთო/ოდირის დასკვნაზე – ოპოზიცია მზად ვართ, რომ ექვსივე რეკომენდაცია რაც მათ აქვთ თავის შენიშვნებში მითითებული, გავითვალისწინოთ
Next post მედიის ინფორმაციით, კორონავირუსის ვაქცინა შემუშავებულია