მედიის ინფორმაციით, კორონავირუსის ვაქცინა შემუშავებულია

Read Time:31 Second

ბრიტანელმა მეცნიერებმა ახალი კორონავირუსის ვაქცინა შეიმუშავეს, ცდები კი ცხოველებზე შემდეგ კვირას დაიწყება. ამის შესახებ “ნიურ იორკ თაიმსი” “სქაი ნიუსის” ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს. კერძოდ,  ლონდონის იმპერიული კოლეჯის ლორწოვანი ინფექციების და იმუნიტეტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პროფესორ რობინ შათოქმა “სქაი ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ  ვაქცინის ტესტირება ადამიანებზე სავარაუდოდ, ზაფხულში დაიწყება.

„თუ ვირუსი პანდემია გახდება და მთელს მსოფლიოს მოედება, ეს ძალიან გვიან არ იქნება. ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით ამ ეპიდემიის შესახებ. თუ ის ინფლუენზას მსგავსია, შესაძლოა, მან ზაფხულშიც ბევრი ადამიანი მოკლას“, – განაცხადა პროფესორმა.

ახალი კორონავირუსით 560-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი. ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსის 3 694 ახალი შემთხვევა დადასტურდა,  ინფიცირებულთა რაოდენობა კი 28 ათასს აღწევს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე – ოდირმა ოპოზიცია ძალიან მძიმედ დატუქსა
Next post ცოლ-ქმრის მკვლელობის საქმეზე მათივე ნათესავი დააკავეს