გიორგი ვაშაძე ეუთო/ოდირის დასკვნაზე – ოპოზიცია მზად ვართ, რომ ექვსივე რეკომენდაცია რაც მათ აქვთ თავის შენიშვნებში მითითებული, გავითვალისწინოთ

Read Time:42 Second

პარტია “ახალი საქართველოს“ თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ოპოზიცია ეუთო/ ოდირის დასკვნაში მოყვანილი ყველა რეკომენდაციის გასათვალისწინებლად მზად არის.

ვაშაძის თქმით, ეუთო/ოდირი თავის დასკვნაში მიუთითებს მხოლოდ იმ საკითხებზე, რომელიც მათი აზრით, შესაცვლელია. მისი თქმით, სწორედ ამიტომ არ არის დასკვნაში საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბარი.

“ეუთო/ ოდირი დასკვნას აკეთებს შემდეგნაირად, მიუთითებს იმ რეკომენდაციებს, რასაც თვითონ ფიქრობს, რომ გასაკეთებელია. ეუთო/ოდირი არ აკეთებს მითითებას ისეთ საკითხებზე, რომელიც არ არის გასაკეთებელი. ოდირის დასკვნაში, 6 პუნქტია რეკომენდაციის სახით წარმოდგენილი, არც ერთში არ წერია, რომ საკონსტიტუციო ცვლილება არის განსახორციელებელი. მაგალითად, მოლდოვის შემთხვევაში პირდაპირ მიუთითეს საკონსტიტუციო ცვლილებაზე, რომელიც გასაკეთებელი იყო. ჩვენ, ოპოზიცია მზად ვართ, რომ ექვსივე რეკომენდაცია რაც მათ აქვთ თავის შენიშვნებში მითითებული, გავითვალისწინოთ და ასე ადაპტირებულად შევიდეს ეს ყველაფერი პარლამენტში. “ქართული ოცნება” რას ამბობს? არ აინტერესებს ეუთო/ოდირი. არადეკვატური იქნება „ქართული ოცნების“ პასუხი? ძალიან კარგი, რომ თალაკვაძე ჩადის ამერიკაში. კიდევ უფრო მკაცრი იქნება განცხადებები აშშ-ის მხრიდან”,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თეა წულუკიანი – ოპოზიციამ აჩვენა საკუთარი უცოდინრობა, ისიც ვერ გაიგო, სად უნდა გააგზავნოს პროექტი კონსტიტუციურობის შესამოწმებლად, რაც სამარცხვინოა
Next post მამუკა მდინარაძე – ოდირმა ოპოზიცია ძალიან მძიმედ დატუქსა