მამუკა მდინარაძე: დამარცხებული გამარჯვებას ზეიმობდეს, ცუდი პრაქტიკაა და ჩვენმა ოპონენტებმა უნდა გაითვალისწინონ

Read Time:1 Minute, 29 Second

„საქართველოს გარდა, მომხდარა ჩრდილო კორეაშიც, სადაც დამარცხებული გამარჯვებას ზეიმობდა – ეს ცუდი პრაქტიკაა და ჩვენმა ოპონენტებმა უნდა გაითვალისწინონ“, – ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე დეპუტატ არმაზ ახვლედიანის გამოსვლას.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პლენარულ სხდომაზე, მამუკა მდინარაძემ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქვეყანაში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თვითმმართველობის არჩევნებზე ერთი წლის წინანდელი შედეგი გაიმეორა და 47% მიიღო.

„პოლიტიკიდან წავიდა ბიძინა ივანიშვილი, რაც ჩვენი გუნდისთვის არ იყო მარტივი. მან მიიჩნია, რომ ტოვებდა ძლიერ გუნდს და გადადგა ეს ერთი მხრივ, რისკიანი ნაბიჯი. ამის შემდეგ, ცუდად წავიდა გუნდიდან გიორგი გახარია და ფაქტია ის, რომ მან გააკეთა „ნაცმოძრაობის“ საქმე. ციფრებმა და შედეგებმა ეს ყველაფერი აჩვენა. გვქონდა 6-თვიანი, ხელოვნური პოლიტიკური კრიზისი, „ნაცმოძრაობის“ მედიასაშუალებებმა მთელი წლის განმავლობაში აწარმოეს უპრეცენდენტო ფეიკ კამპანია და ბოლო – არჩევნების წინა დღეს სხვა სვლა რომ აღარ ჰქონდათ, ქვეყანაში აღმოჩნდა ძებნილი და კრიმინალი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. მოდით, სიმართლე ვთქვათ, თუკი ვინმე პოტენციური ამომრჩეველი ჰყავდა „ნაცმოძრაობას“, ყველა, უკლებლივ, მივიდა არჩევნებზე. და ამ ყველაფრის მიუხედავად, რაც ახლა მე ჩამოვთვალე, „ქართულმა ოცნებამ“ გაიმეორა ერთი წლის წინანდელი შედეგი და მან მიიღო 47 %. ბუნებრივია, ეს არის ძალიან კარგი და სუბიექტური რომ არ ვიყო, გულწრფელად მგონია, რომ ეს კი არ არის მხოლოდ „ქართული ოცნებისთვის“ კარგი, ეს კარგია ქვეყნისთვისაც იმიტომ, რომ სიძულვილი, ზიზღის ენა, ვერ იმარჯვებს სიკეთეზე, ტყუილი ვერ იმარჯვებს სიმართლეზე, ბოროტება ვერ იმარჯვებს სიკეთეზე. თითქმის ნახევარი ამ ქვეყანაში გვეთანხმება ამ პათოსში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე შეფასებით, მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს სიმართლეს და სიკეთეს და არა რადიკალურ ძალებს, რომლებმაც, მამუკა მდინარაძის თქმით, ამომრჩეველს პროგრამაც კი არ შესთავაზეს.

„პროგრამის გარეშე გამოვიდა წელს რადიკალური ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებზე და ბუნებრივია, გაიმარჯვა იმ ძალამ, რომელმაც პროგრამა შესთავაზა და რას აპირებს, მომავალში გააკეთოს, ეს შესთავაზა ამომრჩეველს. ამიტომ იმარჯვებს სიმართლე და ის ადამიანები, რომლებიც საქმეზე არიან ორიენტირებულები. ასე გაგრძელდება და ვინც იქნება საქმესთან ახლოს, ვინც იქნება სიმართლესთან ახლოს, ის ადამიანები და პოლიტიკური ძალები გაიმარჯვებენ ყოველთვის“, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კახიშვილი: როდესაც მისი კოლეგები საუბრობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი კარგ პირობებშია, იქნებ გაიხსენონ ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების პოლიტიკური თანამდებობის პირები დაპატიმრების შემდეგ რა პირობებში ჰყავდათ
Next post სოზარ სუბარი: მეგის ქარდავა და მიხეილ სააკაშვილი თავიანთი თვალით ნახავენ, რა განსხვავებაა მათ მიერ შექმნილ სისტემასა და იმ სისტემას შორის, სადაც არ აწამებენ ადამიანებს