სოზარ სუბარი: მეგის ქარდავა და მიხეილ სააკაშვილი თავიანთი თვალით ნახავენ, რა განსხვავებაა მათ მიერ შექმნილ სისტემასა და იმ სისტემას შორის, სადაც არ აწამებენ ადამიანებს

Read Time:48 Second

მეგის ქარდავას და მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების ამბავს გამოეხმაურა სოზარ სუბარი პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე.

„ჩვენი მხარდაჭერების მთავარი პრეტენზია ქართული ოცნების მიმართ, იყო ის, რომ არ მოხერხდა სამართლიანობის სრულად აღდგენა ამ 9 წლის განმავლობაში. ისინი ითხოვდნენ ერთ რამეს, რომ ყველა დამნაშავემ აგოს პასუხი და სიმბოლური იყო ის, რომ ამ არჩევნების წინ, ერთმანეთისგან ორი კვირის დაშორებით, ორი მთავარი დამნაშავე, ორი სიმბოლო უსამართლობისა და წამების აღმოჩნდა ქართულ ციხეში. მეგის ქარდავა, რომელიც იყო მთავარი მწამებელი და წამების სიმბოლოდ გაქცეული ამ ქვეყანაში და მიხეილ სააკაშვილი, რომელიც იყო ამ დანაშაულებრივი სისტემის შემქმნელი.

ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ თქვა ამ არჩევნებით, რომ ვერასდროს ვერ დაბრუნდება ძალადობრივი და დამნაშავე რეჟიმი და არც მოღალატეებს ექნებათ რაიმე შანსი და ილუზია ამ თუ შემდგომ არჩევნებში გამარჯვების. დღეს ეს ორი ადამიანი, მეგის ქარდავა და მიხეილ სააკაშვილი თავიანთი თვალით ნახავენ, რა განსხვავებაა მათ მიერ შექმნილ სისტემასა და იმ სისტემას შორის, სადაც არ აწამებენ ადამიანებს, სადაც მკურნალობენ თითოეულ ადამიანს, რომელსაც სჭირდება მკურნალობა და სადაც უბრალოდ ადამიანურად ექცევიან ყველა პატიმარს“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე: დამარცხებული გამარჯვებას ზეიმობდეს, ცუდი პრაქტიკაა და ჩვენმა ოპონენტებმა უნდა გაითვალისწინონ
Next post ია მეტრეველი: ხელისუფლებას მივმართავ, ერთხელ და სამუდამოდ, დასაჯონ სააკაშვილი, არავითარი უკრაინა, ისე არ მოხდეს, რომ მთელი საქართველო გამოვიდეს