კახა კახიშვილი: როდესაც მისი კოლეგები საუბრობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი კარგ პირობებშია, იქნებ გაიხსენონ ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების პოლიტიკური თანამდებობის პირები დაპატიმრების შემდეგ რა პირობებში ჰყავდათ

Read Time:45 Second

ნამდვილად არ მიხარია ციხეში არავის ჯდომა, მითუმეტეს ამ სისტემის მინისტრი ვიყავი. მაგრამ მინდა, სხვაობა ნახოთ, როდესაც ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების პოლიტიკური თანამდებობის პირები დაიჭირეს – სულხან მოლაშვილი, მირცხულავა და ა.შ., სად იჯდნენ, რა პირობებში, ჰქონდათ თუ არა მხარდამჭერებს მათთან შესვლის საშუალება და რას ფიქრობდა მათი ოჯახი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა კახა კახიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„როდესაც საუბრობენ შიმშილობის გამოცხადებაზე, კარგია, რომ დღეს შიმშილობის გამოცხადება პიროვნების ნების გამოხატულებაა, როდესაც წლების განმავლობაში ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო, რადგან ციხეში საჭმელი ისედაც არ იყო და ყველა შიმშილობდა. როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი კარგ პირობებშია, ეს მისმა კოლეგებმა განაცხადეს, ეს ჩვენი დამსახურებაა. როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ სისტემის თანამშრომლები კარგად ექცევიან, პოლიციამ თავაზიანად მიიყვანა იქ, სადაც უნდა მიეყვანა, ესეც სისტემის დამსახურებაა, იმიტომ, რომ ზიზღზე აგებული თანამშრომლები არ გაუშვეს დასაკავებლად. დაკავება მოხდა არა ღირსების შელახვის საფუძველზე. გვახსოვს ჩვენ ღირსებაშემლახველი დაკავებები, როდესაც ქალბატონებს ღამის პერანგებში ათრევდნენ, თითქოს მის მეუღლეს, თუ დასაჭერი იყო, ისე ვერ დაიჭერდნენ“,- განაცხადა კახა კახიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პარლამენტმა ნიკა მელიას მოთხოვნა დააკმაყოფილა და საპარლამენტო უფლებამოსილება შეუწყვიტა
Next post მამუკა მდინარაძე: დამარცხებული გამარჯვებას ზეიმობდეს, ცუდი პრაქტიკაა და ჩვენმა ოპონენტებმა უნდა გაითვალისწინონ