პარლამენტმა ნიკა მელიას მოთხოვნა დააკმაყოფილა და საპარლამენტო უფლებამოსილება შეუწყვიტა

Read Time:24 Second

საქართველოს საკანონომდებლო ორგანომ დააკმაყოფილა ნიკა მელიას განცხადება და, მისივე მოთხოვნის საფუძველზე, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს უფლებამოსილება შეუწყვიტა. დადგენილებას მხარი 79-მა დეპუტატმა დაუჭირა, მოწინააღმდეგე არც ერთი კანონმდებელი არ ყოფილა.

იქამდე, საკითხი საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა განიხილა და მიიჩნია, რომ მელიას ვადამდე პარლამენტის წევრის უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს. სწორედ კომიტეტის 17 სექტემბრის დასკვნა განიხილეს პლენარულ სხდომაზე.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, საკუთარი სურვილით, სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის თაობაზე განცხადება პარლამენტში 3 აგვისტოს წარადგინა.

20 ივნისის საქმის გამო, ოპოზიციონერ მელიას დეპუტატის მანდატი ერთხელ უკვე ჩამოართვეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შარლ მიშელი: ახლა მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ყურადღება სიღრმისეულ სტრუქტურულ რეფორმებს დაუბრუნდეს
Next post კახა კახიშვილი: როდესაც მისი კოლეგები საუბრობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი კარგ პირობებშია, იქნებ გაიხსენონ ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების პოლიტიკური თანამდებობის პირები დაპატიმრების შემდეგ რა პირობებში ჰყავდათ